5 უნებლიე შეცდომა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი შვილების ცხოვრებაზე
- 19.02.2021
ბავშვების გაჩენის შემდეგ, კიდევ უფრო ვაფასებთ ჩვენს მშობლებს, რადგან ვიწყებთ იმის გაგებას, თუ რამდენად რთულია იყო მშობელი. მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ რაღაცას საუკეთესო განზრახვით ვაკეთებთ, ჩვენი ქცევა შეიძლება დამანგრეველი იყოს ჩვენი შვილებისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად გვავიწყდება, თუ როგორ ხედავს და აღიქვამს ბავშვი სამყაროს.
1. ნუ დააკისრებთ პასუხისმგებლობას თქვენს ემოციებზე
როდესაც ბავშვი არ აკეთებს იმას, რაც მშობელს სურს, ძალიან ადვილია მიუთითოთ, რომ ეს საქციელი გწყინთ ან პირიქით, სხვაგვარად მოქცევა გაგაბედნიერებთ. მაგალითად, „თუ ამ სადილს ბოლომდე არ შეჭამ, გული მეტკინება“ ან „თუ სათამაშოებს დაალაგებ, ძალიან გამახარებ“.
ამგვარმა საქციელმა შეიძლება თქვენი ბავშვი ზედმეტად პასუხისმგებლობის გრძნობით აავსოს. რამაც, შესაძლოა მოგვიანებით გამოიწვიოს დისფუნქციური ურთიერთობები, განსაკუთრებით პარტნიორთან და მეგობრებთან კომუნიკაციისას.
როდესაც საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება, მათ შეიძლება იგრძნონ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან პარტნიორის ბედნიერებაზე, იმის ნაცვლად, რომ იცოდნენ, სხვისი ემოციების კონტროლი მათ არ შეუძლიათ.
2. ნუ მოუყვებით თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებს
იმის გამო, რომ ბავშვები მოზრდილებზე არიან დამოკიდებულნი, მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ მშობლებთან. როდესაც მშობელი შვილს პირადი ცხოვრების ყველა დეტალს უყვება, საზღვრების დარღვევის შედეგად, ის ავტორიტეტის პოზიციას ჰკარგავს. ამან შეიძლება მოგვიანებით გამოიწვიოს მეამბოხე ტიპის ქცევა ბავშვის მხრიდან, ასევე პრობლემები დისციპლინასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ არაფერი უნდა გაუზიაროთ. ამის ნაცვლად იფიქრეთ, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებამ თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობაზე.
3. ნუ აიძულებთ აკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ
თუ თქვენს შვილს მოსთხოვთ დაკავდეს იმ სპორტით, რომელიც თქვენი აზრით საუკეთესოა, ან ის კარიერა აირჩიოს, რომელიც თქვენ გინდათ, შეიძლება ხანგრძლივი ნეგატიური გავლენა იქონიოს.
შესაძლოა, ისინი ამბოხდნენ, რათა დაამტკიცონ, რომ არ ასრულებენ სხვის მოთხოვნებს, ან გახდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის დაცვას და ამის გამო, აგრესიით გამოხატავენ საკუთარ სურვილებს.
4. ნუ დაიცავთ მათ „ყველაფრისგან“
ყველაფრისგან დაცვა ნიშნავს, რომ თქვენ აკონტროლებთ თქვენი შვილის გამოცდილების მრავალ ასპექტს, იმ განზრახვით, რომ მათ უსაფრთხოებას იცავთ. არსებითად, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ გადაარჩინოთ ისინი როგორც ცუდი, ასევე კარგი შედეგებისაგან.
სინამდვილეში, დიდი შანსია, მათ თქვენგან ისწავლონ, რომ სამყარო და ხალხი არ არის უსაფრთხო, რის შეცვლაც ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ძალიან რთული იქნება. მათ გაუჩნდებათ მუდმივი უნდობლობისა და ეჭვიანობის ემოციები.
5. ნუ აიძულებთ კონკრეტულ ბავშვთან მეგობრობას
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შვილებს ხელი შევუწყოთ მეგობრების შეძენაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვუსმენთ. თქვენი შვილის იძულება ემეგობროს იმ ბავშვს, რომელიც არ აინტერესებთ, ან სულაც არ უნდათ, ეს თქვენს მიმართ პატივსაცემ დამოკიდებულებას დაანგრევს. შეიძლება, ამის შემდეგ თქვენმა შვილმა აღარ მოგისმინოთ და იფიქროს, რომ მისი ნდობა ვერ გაამართლეთ.
თუ მათი ნდობას რამდენჯერმე შელახავთ, ეს გააძლიერებს ბავშვის შფოთვის ხარისხს და მოგვიანებით, ცხოვრების შემდეგ ეტაპზე, გაუჭირდება ადამიანების ნდობა. ყველაფერთან ერთად, მან შეიძლება იგრძნოს, რომ მისი არ ესმით და გაუჭირდეს ადამიანებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი ავტორიტეტების შემთხვევაში.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, მშობელი, ბავშვები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია