1. მოიმარაგე ყოველდღიური ტანსაცმელი
არასდროს არ მიფიქრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს ყოველდღიური ტანსაცმელი გარდერობში. ხშირად არ ვიცით რა ჩავიცვათ და ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი სწორედ უბრალო თეთრი მაისურის და ლურჯი ჯინსის მორგებაა.
2. არ დაგენანოს ფული კლასიკური ნივთების საყიდლად
როდესაც საქმე ეხება კლასიკურ ნივთებს შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი თანხა. თუკი მოგწონს რაიმე ნივთი და იცი, რომ ის ‘უკვდავია’ ნამდვილად ღირს ინვესტირება.
3. აუცილებლად გქონდეს რამდენიმე პროფესიონალური ტანსაცმელი გარდერობში
არის რაიმე იმაზე ცუდი, როდესაც დაგიბარებენ გასაუბრებაზე შენ კი ხვდები, რომ არაფერი არ გაქვს ჩასაცმელი? არ აქვს მნიშვნელობა ჯერ უნივერსიტეტში სწავლობ, თუ უბრალოდ უმუშევარი ხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო შეხვედრაზე წასასვლელად.
4. წვეულებაზე წასასვლელი ტანსაცმელი
შეიძლება ძალიან მოულოდნელად შენმა მეგობრებმა გადაწყვიტონ წვეულებაზე წასვლა ან უბრალოდ ბარში პარასკევის აღნიშვნა. დარწმუნდი, რომ გაქვს კარადაში საკმარისი ტანსაცმელი მსგავს სიტუაციებში ჩასაცმელად.
5. თვალი ადევნე ინსტაგრამზე მოდის ბლოგერებს
რადგან ინსტაგრამი სიახლეა, ეს მოდის ახალი ტენდენციაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას გვსურს სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა, მოდის ბლოგერები კი მარტივი და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისათვის. იპოვნე ის ადამიანები, ვისი სტილიც მოგწონს და თვალი ადევნე მათ ჩაცმულობას!
6. დაიბრუნე შენი ბავშვობის სტილი
მოდა ბრუნდება, დარწმუნებული ვარ შეამჩნევდი, რომ წელს 90-იანი წლების მოდა ვარირებს, როგორც მოდის კვირეულებზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დააკვირდი ძველ ფოტოებს, რა გეცვა ან რას გაცმევდნენ მშობლები და ეცადე მოარგო ის დღევანდელობას.
7. გადააგდე ის ნივთები, რომლებსაც აღარასდროს აღარ ჩაიცვამ
დაალაგე მთლიანი კარადა, მოიზომე ყველაფერი და გადააგდე ან მიეცი სხვას ის ნივთები, რომლებსაც აღარ ჩაიცვამ. უკეთესია გქონდეს განახლებული კარადა, ვიდრე არასაჭირო ნივთებით სავსე!
8. არ შეუშინდე ექპერიმენტებს
სცადე სხვადასხვა ფერების, ქსოვილებისა და ფორმების კომბინაციები. რა თქმა უნდა ყველაფერი ერთმანეთს არ უხდება, თუმცა შეიძლება აღმოაჩინო ბევრი ახალი კომბინაცია და შექმნა შენი საკუთარი ტრენდი.
9. იცოდე შენი პერსონალური სტილი
მოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილი ის არის, რომ ყველას საკუთარი მოდა გააჩნია. არ არსებობს ორი ერთნაირი გარდერობის მქონე ადამიანი. შეიძლება განსაკუთრებულად გიყვარდეს ტყავის შარვლები, მინი ქვედაბოლოები ან სხვა. როდესაც კარგად მოირგებ გარკვეულ სტილს, საყიდლებზე სიარული ბევრად გაგიადვილდება.
10. წამოიწყე საკუთარი მოდა
არ არის აუცილებელი მოდის ბლოგერების, ცნობილი ადამიანების, ან დიზაინერების მიბაძვა. შექმენი საკუთარი მოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებისგან შენნაირად ჩაცმას მოელოდე, თუმცა ეს თავის წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა, მოდა, ტანსაცმელი, ქალი
<a href="http://fashion.allwomenstalk.com/every-woman-in-her-20s-should-follow-these-style-rules/1">fashion.allwomenstalk.com</a>