LIFE

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

"ძალიან მგრძნობიარე ადამიანი" ხასიათდება იმით, რომ მას მეტად აქვს განვითარებული ემოციური ინტელექტი - ის ძლიერად გრძნობს და განიცდის სხვა ადამიანთა ემოციებს. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანი, ძალიან მგრძნობიარეა. 

1. ზოგჯერ გრძნობთ, რომ ემოციების ატრაქციონი ხართ

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი ემოცია, თქვენ ძალიან ძლიერად გრძნობთ მას. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანებს შეუძლიათ გაატარონ კარგი და ცუდი მოვლენები, თქვენ მთელს შინაგან რესურსს ამ ემოციების და შეგრძნებების გადამუშავებას ახარჯავთ. 

2. ხშირად გესიზმრებათ წარმოუდგენელი მოვლენები

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

თქვენი სიზმრების სამყარო შეიცავს დეტალურ ფონებსა და ნიუანსურ სცენარებს, რომლებიც ძილშიც კი შეიგრძნობა. როდესაც სხვები საკუთარ სიზმრებს ხსნიან, ისინი უბრალოდ და ფრაგმენტულად გამოიყურება - მაგრამ თქვენთვის, თითოეული სიზმარი ძლიერი ემოციური გამოცდილებაა.

3. ხშირად გეუბნებიან, რომ თქვენ უბრალოდ "ძალიან მგრძნობიარე ხართ"

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

4. ძალიან იტვირთებით, როდესაც ბევრ ადამიანთან ერთად იმყოფებით ან სხვების პრობლემებს უსმენთ

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

მათი პრობლემები ადვილად ხდება თქვენი პრობლემები. რჩევების მიცემიდან დიდი ხნის შემდეგაც კი შეიგრძნობთ იმ ემოციებს, რაც სხვებმა თქვენს წინაშე გამოხატეს.

5. თქვენ წარმოუდგენლად სექსუალური ხართ და დიდად აფასებთ ემოციურ კავშირებს

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

ინტიმური ურთიერთობისას, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციური სიახლოვეა. ამიტომ, არასდროს გაქვთ ურთიერთობა, თუ ძლიერ სულიერ კავშირს არ განიცდით.

6. თქვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ კოფეინთან 

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

ძალიან ბევრს მოიხმართ, ან პირიქით - უბრალოდ ვერ იტანთ დიდ რაოდენობას. ნებისმიერ შემთხვევაში, კოფეინის მოქმედების მიმართ მეტად მგრძნობიარე ხართ.

7. თქვენ გირჩევნიათ მარტივი და მშვიდი გარემო

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

არ მოგწონთ არეულობა და ქაოსური ინტერიერი. არ მოგწონთ მკაფიო ფერები, მაღალი ხმები და მბზინავი განათება. მიზეზი ისაა, რომ გრძნობების მსგავსად, ზუსტად იგივე სიმძაფრით განიცდით არაემოციურ სტიმულებსაც.

8. თქვენ არ გესმით რას გულისხმობენ ადამიანები, როდესაც ისინი ამბობენ: ”უბრალოდ გაუშვი” ან ”გულთან ახლოს ნუ მიიტან”

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ

თქვენთვის ემოციები ღრმად იგრძნობა - ეს არის ისეთი რამ, რისი მომენტალურად შეწყვეტაც, უბრალოდ შეუძლებელია.

9. თქვენ ხშირად ებრძვით შფოთვას ან დეპრესიას

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე ადამიანი“ ხართ



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>