LIFE

3 მარტივი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

3 მარტივი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

პირველ რიგში, დაივიწყეთ შთაგონება, რადგან ჩვენს ცხოვრებას, უფრო მყარი ასპექტები განაპირობებს. ჩვევები დაგეხმარებათ ფუნდამენტალურად გააუმჯობესოთ ცხოვრება, ხოლო შთაგონება მხოლოდ დროებითი პოზიტივით აგავსებთ.

თუ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა ყოველთვის ადვილი არ არის. ბოლოს და ბოლოს, რომელია ის ჩვევა, რომელიც უფრო დიდ ცვლილებას მოახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

1. იყავით მადლიერი და დააფასეთ ის, რაც გაქვთ

3 მარტივი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

ბუნებრივად, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ნეგატივს. წარსულში, ადამიანის, როგორც სახეობის გადარჩენისთვის ამ ჩვევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ დღეს ნეგატივზე კონცენტრირება ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე წარსულში. ნეგატივზე ფიქრი გვაიძულებს ვიდარდოთ ყველაფერ იმაზე, რაც არ გვაქვს.

თუ ყურადღებას თქვენს ცხოვრებაში არსებულ პოზიტიურ მოვლენებზე გაამახვილებთ და გამოიმუშავებთ მადლიერების გრძნობას, მაშინ ჩვევად გადაიქცევა აღიაროთ ის კარგი მოვლენები, რითიც სავსეა თქვენი ყოველდღიურობა და უფრო მეტად დააფასოთ ის. 

2. მოუარეთ საკუთარ თავს

3 მარტივი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

საკუთარი თავის მოვლა მოიცავს სხვადასხვა ასპექტს: უკეთესი ძილიდან დაწყებული, მედიტაციით დამთავრებული. ამასთან, ზოგადად, ეს გულისხმობს ისეთი საქმის გაკეთებას, რაც დაგეხმარებათ დაისვენოთ, განიტვირთოთ და ენერგია აღიდგინოთ.

მიზნად დაისახეთ ყოველდღიურად მინიმუმ ორი-სამი აქტივობის შესრულება, რომლებიც უკეთ გაგრძნობინებთ თავს. ეს იმ სტიმულით, მოტივაციითა და ენერგიით აგავსებთ, რაც ასე აუცილებელია ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

3. დაალაგეთ თქვენი პრიორიტეტები

3 მარტივი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

ადვილია დავივიწყოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში უამრავი რამაა, რაც ყურადღების გადატანისკენ გიბიძგებთ. ცხოვრების გასაუმჯობესებლად, საუკეთესო ვარიანტია პრიორიტეტების დალაგება: გადაწყვიტეთ რა არის ახლა ჩვენთვის მთავარი და შეაფასეთ, შეესაბამება თუ არა თქვენი ყოველდღიური რუტინა ამ ღირებულებას.

მაგალითად, თუ ჯანმრთელობას ანიჭებთ პრიორიტეტს, მაგრამ ყოველდღე დიდ დროს ატარებთ მჯდომარე მდგომარეობაში, მაშინ აშკარად შეუსაბამობაა. ჩვევად გადააქციეთ ყოველდღიურად 30-4ო წუთის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა: იქნება ეს ვარჯიში თუ სუფთა ჰაერზე სეირნობა.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>