ჩაის მოყვარულთათვის: რა დაემართება თქვენს სხეულს, თუ ყოველდღიურად მიიღებთ შავი ჩაის
- 07.03.2021
შავი ჩაი, სინამდვილეში, სულაც არ არ არის შავი. მისი შეფერილობის გამო, ჩინეთში ამ ჩაის "წითელს" უწოდებენ. ყოველდღიურად შავი ჩაის დალევას ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებელი შეიძლება მოჰყვეს. კოფეინის შემცველობის მიზეზით, ზოგიერთი ადამიანი მას ყავის ალტერნატივადაც კი იყენებს.
1. ამცირებს არტერიულ წნევას
დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 26% -ს აწუხებს მაღალი წნევა. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი მცირეა, კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ჩაის რეგულარულად მიღება ამცირებს არტერიულ წნევას.
2. ებრძვის ქოლესტერინს
ყოველი 3 მოზრდილი ადამიანიდან, ერთს აღენიშნება ქოლესტერინის მაღალი დონე. მაგრამ ძირითადად, მამაკაცები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ქალები. კვლევებით დასტურდება, რომ თუ რეგულარულად მიიღებთ შავი ჩაის, ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება.
3. ხელს უწყობს დიაბეტის პრევენციას
მთელს მსოფლიოში, დიაბეტით დაავადებულია დაახლოებით 422 მილიონი ადამიანი. დიაგნოზირებული შემთხვევების 90-95% კი, მე -2 ტიპის დიაბეტზე მოდის. აღმოჩნდა, რომ შავი ჩაის მოხმარებით სისხლში მცირდება შაქრის რაოდენობა და შესაბამისად, მცირდება ამ დაავადების განვითარების შანსი.
4. დიდი რაოდენობა იწვევს თავის ტკივილის
ყოველდღიურად დიდი რაოდენობით შავი ჩაის დალევას შეიძლება მოჰყვეს რიგი გვერდითი მოვლენები. ზოგი მათგანი თავის ტკივილი, შაკიკი და ნერვიულობაა. ყველაფრის მიზეზი კი შავ ჩაიში კოფეინის მაღალი შემცველობაა.
5. ასევე, დიდი რაოდენობით შავ ჩაის შეუძლია გამოიწვიოს შფოთვა და ძილის პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ შავი ჩაი ენერგიით გავსებთ, კოფეინის ზედმეტი რაოდენობა ხელი უწყობს შფოთისა და სტრესის დონის ზრდას. შედეგად კი არღვევს ძილის ციკლს და გავლენას ახდენს მის ხარისხზე.
თემები: ყავა, ჩაი და ყავა, ყავის და ჩაის ასორტიმენტი, ჩაი