ჰოროსკოპი

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

კანზე ხალების უმეტესობა, 30 წლის ასაკისთვის უკვე განვითარებულია. ჩინური ასტროლოგიის თანახმად, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მათ უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, თუ ხალი ცხვირზე გაქვთ, ეს ნიშნავს რომ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, ხოლო ლოყაზე, ის გულწრფელობის სიმბოლოა.

1. ხალი შუბლზე 

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

შუბლის ხალები კეთილდღეობის ნიშნად ითვლება. მისი ზუსტი პოზიციიდან გამომდინარე, მას დამატებითი მნიშვნელობაც აქვს.

· ხალი შუბლის მარცხენა მხარეს აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში იღბლის ნაკლებობას განიცდით და მიზნის მისაღწევად, ბეჯითი შრომა გჭირდებათ.

· ხალი შუბლის ცენტრალურ, შუა ნაწილზე ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეულ სიბრძნეს ფლობთ და წინ, წარმატებული ქორწინება გელოდებათ.

· ხალი მარჯვენა მხარეს მიანიშნებს, რომ თქვენ შესანიშნავი პარტნიორი ხართ, იქნება ეს ბიზნესი თუ ქორწინება.

2. ხალი ლოყაზე 

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

თუ ლოყაზე ხალი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ხართ გულწრფელი, მგრძნობიარე და ზოგჯერ მორცხვი ადამიანი. მაგრამ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, თქვენ უშიშარ ლიდერად გადაიქცევით.

· ხალი მარცხენა ლოყაზე ნიშნავს, რომ თქვენი ინტროვერტული ხასიათის გამო, საზოგადოებაში ქედმაღალი ადამიანის იმიჯით სარგებლობთ.

· რაც შეეხება მარჯვენა ლოყას - თქვენ წარმოუდგენლად მზრუნველი ხართ და ოჯახს ყველაფერზე მაღლა აყენებთ.

3. ხალი ტუჩებთან ახლოს

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

ეს განსაკუთრებული ხალი ხიბლისა და ელეგანტურობის ნიშანია. იქნება ის მარჯვენა ან მარცხენა ზედა ტუჩის კუთხეებში, თქვენ ისწრაფვით სრულყოფილი ცხოვრებისკენ. მეგობრებთან ერთად დროის გატარება და მოგზაურობა თქვენი საყვარელი ჰობია. ასევე, ქვედა ტუჩზე ხალი მიანიშნებს, რომ თქვენს შვილებს უფრო დიდი შანსი აქვთ, იყვნენ წარმატებულები.

4. ხალი ცხვირზე

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

ხალი ცხვირზე აღნიშნავს, რომ საკუთარი თავს დიდ პატივს სცემთ და ძალიან შრომისმოყვარე პიროვნება ხართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანები ფიქრობენ, თქვენ დიდი ეგო გაქვთ, მაინც განსაკუთრებულ მეგობრად ითვლებით.

· ხალი ცხვირის წვერზე ნიშნავს, რომ მართალია მარტივად შეგიძლიათ დამშვიდება, მაინც ფიცხი ხასიათი გაქვთ. ასევე, ზოგჯერ დაფიქრების გარეშე ისვრით სიტყვებს და მოგვიანებით, ძალიან ნანობთ.

· ხალი ცხვირის მარჯვენა მხარეს თქვენი ვნებიანი ხასიათის სიმბოლოა. ამასთან, ეს ნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ გჭირდებათ მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება.

· რაც შეეხება მარცხენა მხარეს - ეს თქვენს მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს. რაც მთავარია, თქვენ იცით, რომ ყოველთვის გაიმარჯვებთ.

5. ხალი ფეხის გულზე

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

ხალი ფეხის გულზე ნიშანია, რომ მოგზაურობა დიდ სიამოვნებას განიჭებთ. თქვენ აღიარებული ხართ, როგორც შემოქმედებითი ბუნების ადამიანი. თუ ხალი მარჯვენა ფეხზე ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავი ოჯახური ცხოვრება გაქვთ. ხოლო მარცხენა ფეხის ხალი შეიძლება ნიშნავს, რომ შესაძლოა ცხოვრებაში გარკვეული ფინანსური პრობლემები გამოჩნდეს.

6. ხალი მხარზე

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

ხალი მხრებზე ნიშნავს, თქვენ ყველაზე უკეთ ახერხებთ პრობლემების გადაჭრას და მეტად პასუხისმგებლიანი პიროვნება ხართ. თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ყველა ბარიერს, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ. მართალია სიამოვნებით ეხმარებით გარშემომყოფებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, სხვებმა არ ისარგებლონ თქვენი სიკეთით. დაიმახსოვრეთ, რომ პირველ ადგილზე, ყოველთვის საკუთარი თავი უნდა დააყენოთ.

7. ხალი ნიკაპზე

სხეულის რომელ ადგილას გაქვთ ხალი? - ეს თქვენ შესახებ სერიოზულ საიდუმლოს ამხელს

და ბოლოს, ხალი ნიკაპზე - ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ მტკიცე ხასიათის, ძალიან მზრუნველი ადამიანი. ხშირად, ძალიან ჯიუტიც. ხალი მარჯვენა მხარეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის მიჰყვებით ლოგიკურ აზროვნებას. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, თქვენ ხართ ძალიან პირდაპირი პიროვნება, რომელსაც არ ეშინია აზრის გამოთქმის.