ასეთი დღეები წლებს ემსგავსება, რადგან არაფერი განიჭებთ სიამოვნებას. მუდმივი ემოციური სიმძიმე კი, თითქოს სიბნელისკენ გექაჩებათ. ამ მძიმე დღეებში გრძნობთ, რომ თითქოს შეუძლებელია შიშებისგან გათავისუფლება. საბედნიეროდ, შფოთვით სავსე დღეები არ განსაზღვრავს მთლიან ცხოვრებას. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ეს დღეებიც გაივლის და თქვენ შეგიძლიათ შფოთვის მაღალი დონის შემსუბუქება.
1. სცადეთ არომათერაპია
სწორად შერჩეული არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს სტრესს და დაღლილობას, ამაღლებს თქვენს საერთო განწყობას. ასევე, შეიძინეთ არომატული ჰაერის დამატენიანებელი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ამ მარტივი საშუალებით, ყოველდღიურად მიიღებთ მინი არომათერაპიას. არსებობს უამრავი ბუნებრივი ეთერზეთი, მთავარია შეარჩიოთ ის სურნელი, რომელიც გაბედნიერებთ. ის დაგეხმარებათ ცუდი დღეების სასიამოვნო სურნელით გახალისებასა და მშვიდ ჩაძინებაში.
2. ჩაიძირეთ წიგნში, ფილმსა ან თამაშში
ჩამოშორდით თქვენი გონების ქაოსს და სხვა სამყაროში გადაინაცვლეთ. როგორ? გადაიტანეთ ყურადღება სხვა პერსონაზე, თუნდაც ცოტა ხნით. ყურადღების გადატანის დროს მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ ვითარდება პერსონაჟი. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ, რომ ცუდი პერიოდი აუცილებელია პიროვნული ზრდისთვის. მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფილმია, ყოველთვის არსებობს რამდენიმე რეალისტური ასპექტი, რომლის აღება და საკუთარ ცხოვრებაზე მორგებაც შესაძლებელია.
3. გამოაცხვეთ, გამოაცხვეთ და გამოაცხვეთ
საცხობი ხელოვნების მიღმა იმალება რაღაც ჯადოსნური და გარკვეულწილად, თითქმის თერაპიული. ზოგადად, ცხობა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ზოგიერთი ინგრედიენტის ერთად შერწყმა, იმ იმედით, რომ რამე გემრიელი გამოვა. უბრალოდ შეარჩიეთ ნებისმიერი რეცეპტი, მოიმარაგეთ ინგრედიენტები, მოამზადეთ სამზარეულო და საქმეს შეუდექით.
დაიწყეთ ნულიდან, დააკვირდით როგორ ურევს მიქსერი ინგრედიენტებს, შეიგრძენით კარაქისა და ფქვილის სუნი, დააკვირდით როგორ ირევა ტექსტურები და ჩაისუნთქეთ ვანილის მოტკბო არომატი. ცხობა მკაცრად ემორჩილება ფორმულას, რომელიც შეძლებს კვლავ გააღვიძოს მიძინებული სურვილები და დაგაკმაყოფილოთ სრულყოფის შეგრძნება მას შემდეგ, როდესაც ღუმელიდან საკუთარ ახალგამომცხვარ ქმნილებას გადმოიღებთ.
4. ისეირნეთ ბუნებაში
სინამდვილეში, ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება განკურნებისთვის, უფასოა. თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, წადით უახლოეს პარკში და დატოვეთ თქვენი სმარტფონი სახლში. შეხედეთ აყვავებულ გამწვანებას თქვენს გარშემო და დააკვირდით იმას, რასაც ხედავთ: ფოთლების შრიალი, ბალახის ბიბინი, ჩიტების ჭიკჭიკი და ბავშვების თამაშის ყურება, ნამდვილად დაგეხმარებად უკან მოიტოვოთ პრობლემებით სავსე საკუთარი სხეული და სხვა რეალობაში გადაერთოთ.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ურთიერთობა, მზრუნველობა, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია