თუ განქორწინებული ხართ: 3 გზა, როგორ დატკბეთ ცხოვრებით გაშორების შემდეგ
- 23.04.2021
განქორწინების შემდეგი პერიოდი, ძალიან რთული დროა ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ემოციური ატრაქციონი, რომლის გადალახვაც გამოწვევებით არის სავსე. ასევე ძნელია, მარტოობასთან შეგუება, მით უმეტეს, თუ მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში იყავით დაქორწინებული.
თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია დაიწყოთ საკუთარ თავზე ფოკუსირება. გამოიყენეთ ეს ძვირფასი შესაძლებლობა და ხელახლა აღმოაჩინეთ ვინ ხართ.
1. დააფასეთ თქვენი ბრწყინვალება
იმის გაცნობიერება, რომ ის "ოქროს ფენებითაა" დაფარული, ბევრისთვის ძნელია. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად მშვენიერი ხართ! დროთა განმავლობაში, თქვენ შეიძლება დაგავიწყდათ თქვენი უნიკალური თვისებები და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში ან თქვენს ცხოვრებაში. მიზნად დაისახეთ ჩამოწეროთ ყველა თქვენი დადებითი თვისება და ეს სია, ყოველდღიურად გადაიკითხეთ. იკითხეთ მანამ, სანამ მას არ დაიჯერებთ.
მაგალითად: ლამაზი ღიმილი, სიკეთე, კეთილშობილება, სიყვარული, მზრუნველობა, ინტელექტუალობა ... . დაეხმარეთ საკუთარ თავს დაინახოს ოქროს ბრწყინვალება.
2. დღეში ათი წუთი შეიძლება შეიტანოს ცვლილება
განქორწინების დროს და შემდეგ პერიოდში, ძალიან ჩვეულებრივია ისეთივე მწუხარების შეგრძნება, როგორც ვინმეს დაკარგვის შემდეგ. იმისათვის, რომ იყოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია, როგორც პირადად თქვენთვის, ასევე თქვენი შვილებისთვის, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს, თუნდაც მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
ეს შეიძლება ისეთი მარტივი რამ იყოს, როგორიცაა სასეირნოდ გამოსვლა, წიგნის კითხვა, თმისა თუ სახის ნიღბების გაკეთება ან საყვარელ ჩაის აივანზე მირთმევა. მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. რაც უფრო ბედნიერი იქნებით, თქვენი ოჯახიც ბედნიერი იქნება!
3. ისწავლეთ გაშვება
სინანულისა და ტკივილის შენარჩუნება, წინსვლაში მხოლოდ ხელს შეგიშლით. თქვენი შინაგანი ხმა მუშაობს ზეგანაკვეთურად: "რა მოხდებოდა ეს რომ გამეკეთებინა" და "სად დავუშვი შეცდომა"? გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ნორმალურია, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს… ემსახურება თუ არა ეს აზრები უკეთეს განწყობას? რას შეცვლის ეს ფიქრები? თქვენი წინსვლისთვის მნიშვნელოვანია აღიაროთ თქვენი გრძნობები, ისწავლოთ წარსულ შეცდომებზე და მოემზადოთ თქვენი ცხოვრების შემდეგი საინტერესო ეტაპისთვის.
დიახ, განქორწინების შემდეგაც გრძელდება ცხოვრება!
თემები: განქორწინება, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია