ჯანმრთელობა

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

ნაშუადღევს თავს უკვე ცუდად გრძნობთ? - არსებობს ენერგიის შენარჩუნების რამდენიმე გზა, რომელიც არ საჭიროებს კოფეინის დიდი დოზით მიღებას, ამის გაგების შემდეგ ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

რჩევები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, დაგეხმარებათ არა მხოლოდ ენერგიულობას შეგმატებთ, არამედ შეძლებთ მთელი დღის მანძილზე განწყობის შენარჩუნებას.

#1- იძინეთ ოპტიმალური დროით

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

თუ საკმარისად არ გეძინათ, მაშინ ენერგია დიდი ხნით არ გაგყვებათ. ადამიანები ხშირად უხვევენ ძილის რუტინას, რის გამოც, შემდეგ მთელი დღის განმავლობაში უწევთ ბრძოლა. გქონდეთ კარგი ძილი 7-9 საათი ღამეში, გამოგაფხიზლებთ და დაგავიწყებთ დაღლილობის შეგრძნებას, რომელიც მიზეზია ენერგიის ნაკლებობის მთელი დღის განმავლობაში.

#2-უყურეთ რასაც ჭამთ

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

თქვენი ენერგიის დონე საკვებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ამას თქვენ იაზრებთ. მაღალი ენერგიის მქონე, შაქრიანი საკვების მიღება შეიძლება ფიქრობთ, რომ საუკეთესო ვარიანტია. თუმცა საბოლოოდ თქვენ მიიღებთ დიდი რაოდენობით შაქარს, რომლის შედეგადაც ენერგიულობა დიდხანს არ გაგყვებათ. თუნდაც ისეთი მარტივი რამის, როგორიცაა თეთრი პური, თუ სხვა საკვებით ჩაანაცვლებთ, აივსებით ენერგიით, რომელიც და დიდხანს გაგყვებათ.

#3- წყალი, წყალი და კიდევ ერთხელ წყალი

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

ისევე, როგოც შიმშილის დროს, ენერგიის დონე იკლებს, როდესაც გვწყურია. ხშირად, როდესაც დაღლილობას ვგრძნობთ ვიღებთ კოფეინს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება. ხშირად, როდესაც თქვენს სხეულს წყალი აკლია, ის იბრძვის, რომ მოგამარაგოთ ენერგიით. გამოიყენეთ სპეციალური ბოთლი, რომლისგანაც სარგებელსა და საჭირო რაოდენობის წყალს მიიღებთ. და რაც მთავარია, ძალიან მალე დაინახავთ შედეგს.

#4-გაზარდეთ სეროტონინი

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

თქვენ ფიქრობთ, რომ ვარჯიში თქვენს ენერგიას აჭარბებს, თუმცა რეალურად ყველაფერი საპირისპიროდაა. რეგულარულმა ვარჯიშმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს თავის ტვინში სეროტონინის დონეზე. სეროტონინის დონის ამაღლება აძლიერებს თქვენს განწყობას და საერთო კეთილდღეობის შეგრძნებას. მას ასევე შეუძლია გაგიუმჯობესოთ მადა და ძილის ციკლი! აუცილებლად ივარჯიშეთ, ეს საუკეთესო გზაა ღამით კარგი ძილისთვის!

#5-შეადგინეთ მადლიერების სია

5 გზა, რომ ენერგიულად იგრძნო თავი მთელი დღის მანძილზე

მადლიერ ხალხს უკეთ სძინავს. კვლევის თანახმად, მადლიერების ჟურნალში წერა აუმჯობესებს ძილის ხარისხს. დაძინებამდე 15 წუთის განმავლობაში, წერეთ სპეციალურად გამოყოფილ რვეულში თუ რითი ხართ ცხოვრების მადლიერი. ამის შემდეგ ბედნიერად და ღრმად ჩაგეძინებათ.