LIFE

3 რამ, რაც დამარცხებისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ

3 რამ, რაც დამარცხებისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა ადამიანი მარცხდება. ეს გარდაუვალია და ნამდვილად არ არის სასიამოვნო გამოცდილება. შედეგად, ჩვენ შეიძლება დარტყმა მივიღოთ თვითშეფასებაზე და ვიფიქროთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ გამარჯვებას. თუმცა, სინამდვილეში, ნებისმიერი სახის მარცხი ზრდისა და განვითარების საოცარი შესაძლებლობაა, თუ მას სწორი პერსპექტივით გავაანალიზებთ.

1. ეს არ იყო თქვენი ბოლო შანსი 

3 რამ, რაც დამარცხებისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ

არასოდეს არის გვიან თქვენი ოცნებებისა და მიზნების მიღწევა. ასე თუ ისე, ყოველთვის გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები მათ განსახორციელებლად და თქვენ, ყოველთვის გექნებათ კიდევ ერთი შანსი, თქვენი ცოდნისა და უნარების წარმოსაჩენად. 

ყოველთვის გამოჩნდება ახალი გზა, რომლის გავლასაც, სწორედ ამ დამარცხების გამო, უფრო დიდი მზადყოფნითა და უფრო მეტი ცოდნით შეძლებთ. თითოეული შესაძლებლობა გასწავლით რაღაცას, რაც აქამდე არ იცოდით, თუმცა ცხოვრებაში ძალიან გჭირდებოდათ.

2. დაფიქრდით, რა გასწავლათ ამ მარცხმა 

3 რამ, რაც დამარცხებისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ

ნებისმიერი წარუმატებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, ისაა, რომ ის უფრო მეტს გასწავლით. ის გთავაზობთ გაკვეთილს - რატომ არ გამოვიდა? რა უნდა გააკეთოთ მომდევნო ჯერზე სხვაგვარად? რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენი უნარების შესახებ? რა არის მთავარი გაკვეთილი?

განიხილეთ სიტუაცია სხვადასხვა პერსპექტივიდან და თუ შესაძლებელია, შეფასება სთხოვეთ იმ ადამიანებსაც, ვისაც ენდობით.

3. მარცხი არ არის მუდმივი, ეს პროცესის ბუნებრივი ნაწილია 

3 რამ, რაც დამარცხებისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ

ის ფაქტი, თუ როგორ უყურებთ წარუმატებლობას, მოგცემთ იმ სიმტკიცეს, რომელიც აუცილებელია მიმდინარე ეტაპის გადასალახად. ეს არ არის მხოლოდ სხვა შესაძლებლობების არსებობა, არამედ იმის გაცნობიერება, რომ წარუმატებლობა არის შედეგი, რომელიც, მართალია არ არის სასურველი, თუმცა მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც გვეხმარება ვისწავლოთ და გვაიძულებს გავიზარდოთ.

რა თქმა უნდა, წარუმატებლობა არ არის სასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანია და წარმატების ნებისმიერ ისტორიას რომ შეხედოთ, ყოველთვის აღმოაჩენთ იმ წარუმატებლობებს, რამაც ის შექმნა.

დაინახეთ წარუმატებლობა, როგორც აუცილებელი ნაბიჯი და თქვენ უკეთ და უფრო განაგრძობთ დასახული მიზნისკენ სიარულს. ეს დაგეხმარებათ მიესალმოთ შეცდომებს, როგორც პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს და აღიაროთ, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად გადაიქცეთ.