ჯანმრთელობა

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

COVID-19 ვაქცინაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამერიკაში 30 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული. საქართველოში, 12 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა და სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.

მართალია ადამიანთა უმრავლესობას ვაქცინის გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება, მაგრამ ზოგიერთი ვაქცინირებული ისეთ მსუბუქ რეაქციებს უჩივის, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, შემცივნება და ზოგჯერ სიცხე.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური მითითებები იმის შესახებ, თუ რა საკვები უნდა მიიღოთ ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ, ჯანმრთელი საკვები პროდუქტები ყოველთვის კარგი იდეაა… და, შესაძლოა, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

1. ბულიონი

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ყველამ ვიცით, რომ გაციების ან ავადმყოფობის დროს, რეკომენდებულია ბულიონის მიღება. ის არა მხოლოდ გათბობთ, არამედ მართლაც სამკურნალო საშუალებაა - ძროხის, ქათმის ან ინდაურის ძვლები გამოირჩევა კოლაგენის მაღალი დონით, რაც ხელს უწყობს ნაწლავური გარსის სწრაფ აღდგენას.

2. მწვანე ბოსტნეული

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

მწვანე ბოსტნეული (როგორიცაა ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი) მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და ებრძვის სხეულის ანთებას.

3. ნიორი და ხახვი

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ნიორი და ხახვი მდიდარია პრებიოტიკებით, რაც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.

4. წვნიანები და წვნიანები

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ზუსტად ისევე, როგორც ბულიონის შემთხვევაში, სასარგებლო ბოსტნეულით სავსე წვნიანები აძლიერებს იმუნიტეტეს და ორგანიზმს უცხო აგენტებთან ბრძოლაში ეხმარება.

5. მწვანე ჩაი

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ეს მარტივი, ანთების საწინააღმდეგო ელექსირი გამოირჩევა მცენარეული ანტიოქსიდანტების მაღალი დონით, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან. სწორედ ეს დაზიანება განაპირობებს ანთებას, ამიტომ ჭიქა ჩაი თქვენს სხეულს უჯრედულ დონეზე აძლიერებს. ხოლო ჩაის სმის რიტუალი, განწყობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

6. ორაგული

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ორაგული არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყარო, რომელსაც შეუძლია თქვენს სხეულში მიმდინარე ანთებითი პროცესები უბრალოდ შეაჩეროს.

7. კურკუმა

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ეს მხიარული ფერის ფესვები, უბრალოდ სუპერ საკვებია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმინი (კურკუმის აქტიური ინგრედიენტი) არამარტო ებრძვის ანთებას, არამედ ეხმარება ტვინის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სტრესისგან.

8. მოცვი

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

მოცვი ანთების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ფავორიტი პროდუქტია. ის, არა მხოლოდ ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, არამედ კვლევის თანახმად, მას შეუძლია გაზარდოს სეროტონინის დონე (ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი განწყობის დაბალანსებაზე).

ბონუსი: რომელი საკვები პროდუქტები უნდა ავიცილოთ თავიდან?

8 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ

ვინაიდან ვაქცინები ააქტიურებს თქვენს იმუნურ რეაქციას, თავიდან უნდა აიცილოთ ის საკვები, რომლებიც იმუნურ რეაქციას ასუსტებს. ასეთებია: შაქარი, რაფინირებული ფქვილი, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები და ხელოვნური დამატკბობლები.



<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>