რატომ ღალატობენ ქალები? – 4 გზა საკუთარი საქციელის გასამართლებლად
- 24.05.2021
პარტნიორის ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირებაა, რაც ერთად ყოფნის ვალდებულების ფარგლებში უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ღალატია განქორწინების ძირითადი მიზეზი. როდესაც ადამიანი ღალატობს საკუთარ პარტნიორს, მას შეიძლება გაუჭირდეს იმის აღიარება, რომ ის საკუთარ თავსაც ღალატობს და რეალური მიზეზი, სულ სხვაგან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უნდა ეძებოს. მკვლევარების აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალხი ურჩევნია იყოს უღალატოს, ვიდრე თერაპიას ან სხვა გზებს დაუწყოს ძიება.
სხვადასხვა კვლევების ფარგლებში, ფსიქოლოგებმა გამოყვეს 4 ძირითადი მიზეზი, რის გამოც, ქალები ღალატობენ.
1. როდესაც ფიქრობს, რომ ქმარი არ იმსახურებს ერთგულებას
თუ ქალი მეუღლეს აღიქვამს არა როგორც საყვარელ პიროვნებას, არამედ როგორც ადამიანს, რომლის სიყვარულიც შეუძლებელია, მაშინ, ის აუცილებლად დაიწყებს უფრო შესაფერისი პარტნიორის ძებნა. კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ ქმარი წარმოაჩინა, როგორც შურისმაძიებელი და დესტრუქციული, რადგან თვლიდა, რომ ის მოკლავდა, თუ მასთან დაშორებას გადაწყვეტდა. სწორედ ამ შიშმა გადააწყვეტინა ქმართან დარჩენა, მაშინაც კი, როდესაც ის სხვა კაცს ხვდებოდა.
2. რაციონალიზაცია
საკმაოდ გავრცელებულია იმ ქცევის რაციონალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის ზნეობრივ კოდექსს ან თვითაღქმას. უფრო მარტივად - თუ მწეველი ხართ და იცით, რომ მოწევა ფილტვის კიბოს მთავარი მიზეზია, თქვენ შექმნით საკუთარ ლოგიკას, რათა შეამციროთ დისონანსი და დაიწყებთ მტკიცებას, რომ აქამდე არასოდეს ჩატარებულა ექსპერიმენტული კვლევები ადამიანებზე.
ანალოგიურად, ამ სტრატეგიის გამოყენებით მოღალატე ქალებმა ”შექმნეს ლოგიკური ინტელექტუალური ხაზი, რომელიც განსაზღვრავს მათი ქორწინების ღირებულებებს, ისე რომ ღალატი, უფრო მისაღები არჩევანი გახდეს“. როდესაც ადამიანი დისონანსს განიცდის, რწმენის შეცვლასთან ერთად დარწმუნებულია, რომ საქციელიც უკეთესობისკენ შეიცვლება.
3. დანაშაულის შემცირება
ქალებმა, რომლებმაც ეს მიდგომა გამოიყენეს, შეამცირეს თავიანთი დისონანსი და საკუთარი ცხოვრება ორ ნაწილად, აკურატულად დაყვეს. ერთში ისინი ღალატობდნენ, ხოლო მეორეში, ოჯახურ ცხოვრებას მისდევდნენ. ეს ორი ცხოვრება კი, არასოდეს კვეთდა ერთმანეთს. სახლში დაბრუნებისთანავე სრულდებოდა სხვა ცხოვრება, ხოლო გასვლისთანავე იწყებოდა მეორე.
4. უბრალოდ, ცუდი ადამიანი
მოღალატე ადამიანის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ ის საკუთარ თავს მაღალი ზნეობრივი კოდექსის მქონე პიროვნებად განიხილავს. ამ დისონანსის შემცირება კი, ძალიან ადვილია თუ საკუთარ თვითაღქმას გაამარტივებს - ”პრიმიტიული ან ანტისოციალური დამოკიდებულება, იმპულსები და ქმედებები”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკეთესი ადამიანი რომ ყოფილიყო, არ მოატყუებდა ადამიანს. თუმცა, ის უბრალოდ „ცუდია“ და შესაბამისად, სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია.
კმაყოფილების გრძნობა, იქნება ეს ურთიერთობებში თუ თქვენს ყოველდღიურ ქმედებებში, გულისხმობს თქვენი ღირებულებების შესაბამისობას თქვენს ქცევასთან. ეს იმიტომ, რომ გვსურს ჩვენი ღირებულებები და ქცევა თანმიმდევრული იყოს, ამიტომაცაა ჩვენი ღირებულებების დარღვევა ამდენად მტკივნეული. ამიტომ ადამიანები, გამუდმებით ეძებენ გამართლებას, თუ რატომ ჩაიდინეს ესა თუ ის შეუსაბამო საქციელი. ხშირად კი, ეს გამართლება საკუთარი თავისგან გაქცევა და საკუთარი თავის მოტყუებაა.
თემები: სიყვარული, წყვილი, პრობლემები, ღალატი, ქალები, სტრესი