მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილები ცოტას ჭამენ და თანაც, ნახევარს იატაკზე ყრიან. ოჯახი დიდ როლს ასრულებს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია არ დაუშვათ ის შეცდომები, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს შვილებზე.
1. არაჯანსაღი დამოკიდებულება საკვების მიმართ
ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შანსი, განავითარონ ინტუიციური ჭამა და ისწავლონ როდის არიან მშივრები და როდის აღარ. ნორმალური კვების ქცევის განვითარების ხელშესაწყობად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვიტონ რამდენი საკვების მიღება შეუძლიათ და შეწყვიტონ ჭამა იმ ეტაპზე, როდესაც მათი სხეული და გონება სრულად დაკმაყოფილებულია.
2. კვება, როგორც წარმატების საზომი
კვება ბუნებრივი მოვლენაა და არ არის საჭირო, რომ ბავშვებს კარგად ჭამის გამო შეაქოთ. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, ისინი დაუცველად გრძნობენ თავს. კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ ისაა, რომ ისინი სჯიან ბავშვს, როდესაც ულუფას ბოლომდე არ მიირთმევენ.
3. კონტროლი საკუთარ სხეულზე
მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობენ დარწმუნდნენ მიიღო თუ არა ბავშვმა საკმარისი საკვები, ამის პარალელურად, შესაძლოა ყურადღების გადატანა მოხდეს მშობლის ავტორიტეტზე. სპეციალისტები გვთავაზობენ ავირჩიოთ "ავტონომიის პრაქტიკა" და მივცეთ ბავშვს საკუთარ სხეულზე კონტროლის უფლება - დაე, ერთად აირჩიეთ დღეს სადილად რას მოამზადებთ; რომელ საათზე ივახშმებთ და თავად განსაზღვროს საკვების საკმარისი რაოდენობა.
4. სხეულსა და ტვინს შორის კავშირი
როდესაც ჩვენ საკვებს ვიღებთ, ტვინი იღებს საჭმლის მომნელებელი ჰორმონების სიგნალებს, რაც აძლიერებს დაკმაყოფილების შეგრძნებას. როდესაც მშობლები არ აძლევენ ბავშვებს საშუალებას მოუსმინონ მათ ტვინებს, ეს გრძელვადიან პრობლემებს იწვევს. ზედმეტი საკვები და შედეგად, ჭარბი წონა ბავშვებში შემეცნებითი ფუნქციონირების შეფერხებას იწვევს.
5. სიმსუქნის რისკი
ყოველი მეხუთ ბავშვს აღენიშნება ჭარბწონიანობა და კოაქსინგი - ემოციური შანტაჟი, ან უბრალოდ ფიზიკურად უაზროდ დიდხანს ღეჭავს საკვებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენს შვილებს ზედმეტად დიდი ზომის ულუფებს შესთავაზებთ და მის ბოლომდე მიღებას დააძალებთ, ხელს შეუწყობთ სიმსუქნისკენ მიდრეკილების გაძლიერებას.
თემები: დედები და შვილები, ბავშის აღზრდა, რჩევები, ბედნიერი ბავშვი