LIFE

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

ადვილი არ არის გახდე ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი. თუმცა რამდენიმე გააზრებული ქმედების შესრულება, აუცილებლად დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში. თქვენ გახდებით უკეთესი ადამიანი, თუ ყოველდღე, მხოლოდ რამდენიმე წუთს დაუთმობთ ამ 5 მარტივი ქმედების შესრულებას. 

1. გაიღიმეთ მეტი

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

სახის გამომეტყველება უგზავნის სიგნალებს თქვენს ნერვულ სისტემას და შეიძლება გამოიწვიოს სტრესული ან რელაქსაციური რეაქცია. თუ თქვენი მიზანი ბედნიერი ცხოვრებაა, მაშინ საუბრისას ხშირად ასწიეთ ტუჩების კუთხეები. გაიღიმეთ მაშინაც, როდესაც მანქანას მართავთ ან ელ.ფოსტის ამოწმებთ. გახსოვდეთ, ეს არ ეხება სოციალური ნიღბის მორგებას - ეს ეხება თქვენი ბარომეტრის ამაღლებას, რათა მომენტალურად განიცადოთ პოზიტიური ემოცია.

2. ისწავლეთ ერთი ჯანმრთელი რეცეპტი ყოველკვირეულად, სამი თვის განმავლობაში 

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

კვებითი ჩვევების შეცვლა შეიძლება საშიში გამოწვევა იყოს. თანაც იმდენად შემაშფოთებელი, რომ თქვენ ამის გაკეთებას ნამდვილად არ შეეცდებით. სანამ წამიერ და მასშტაბურ ცვლილებებზე იფიქრებთ, მიზნად დაისახეთ კვირაში ერთი ჯანსაღი სადილის მომზადება. სამი თვის შემდეგ, თქვენ იმდენ ჯანმრთელ რეცეპტს დააგროვებთ, რომ სრულიად საკმარისი იქნება მრავალფეროვანი მენიუს შესაქმნელად. 

3. შეწყვიტეთ სხვების გამოსწორება 

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

შეიძლება კარგად გაქვთ სიტუაციის ობიექტური შეფასების უნარი, მაგრამ მისი სხვა ადამიანებზე გამოყენება, სულაც არ მოგწონთ. ის, რაც თქვენ სხვისი პრობლემის გადაჭრის გზად გესახებათ, სავარაუდოდ, ამ ადამიანს თავდაცვითი მექანიზმის გამო, მის გონებამდე ვერ მიაღწევს. როდესაც საქმე ხალხს ეხება, იყავით უბრალოდ მხარდამჭერი და არ დააძალოთ კონკრეტული გადაწყვეტილების ამოქმედება. ხშირად, ადამიანებს მხოლოდ მოსმენა და საუბარი ესაჭიროებათ.

4. დაემშვიდობეთ ადამიანებს 

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

თუ ვინმესთან დაშორების დროა - იქნება ეს რომანტიკული ინტერესი თუ მეგობარი - წინააღმდეგობა გაუწიეთ მათი მონატრების სურვილს და აღარასდროს დაურეკოთ ან მისწეროთ. შესაძლოა დეტალურად არ აუხსნათ, რა არის ამ ქმედების მიზანი, მაგრამ მათ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც: ”ბოდიში, ეს ყველაფერი არ მომწონს. წარმატებები." ამ სიტყვების წარმოთქმისა თუ მოსმენის ტკივილი უფრო სწრაფად იკურნება, ვიდრე დაბნეულობა, ღალატი, გაურკვევლობა ან თუნდაც ემოციური დისბალანსით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.

5. გამოურთეთ ხმა თქვენს ტელეფონს

როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი? – 5 მარტივი გზა

მობილური ტელეფონები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილი გახდა. მათი არსებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება მოგერიდოთ ან დაგავიწყდეს ზარის გამორთვა. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც ხმაურიანი ტექნოლოგიისგან შორს ყოფნა, ძალიან სასიამოვნოა. იყავით ის ადამიანი, ვინც რეალურად გამორთავს მობილურ ტელეფონს კინოში, თეატრსა თუ იოგას გაკვეთილზე. ეს ძალიან დაგეხმარებათ გადატვირთვასა და ცხოვრებისეული ქაოსის დავიწყებაში.