ჰოროსკოპი

როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები საგანგებო სიტუაციებს?

როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები საგანგებო სიტუაციებს?

ვერძი 

თქვენ იკვებებით ადრენალინით, ამიტომ, გადაუდებელი სიტუაციის დროს, თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. სწორედ თქვენ ხართ ის გმირი, რომელსაც მოქმედების არ ეშინია.

კურო 

თქვენ ვერ იტანთ ცვლილებებსა თუ მოულოდნელ სიურპრიზებს. საგანგებო სიტუაციებში, უბრალოდ იყინებით, შეშდებით და გიჭირთ გადაადგილება.

ტყუპები 

თუ რამე არასწორად ხდება, პირველ რიგში, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტი აქტიურდება. ჯერ თავს გადაირჩენთ და შემდეგ, შესაძლოა სხვების გადარჩენაზეც იზრუნოთ. 

კირჩხიბი 

თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც უფრო მეტად ზრუნავს სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე. თუ თქვენს საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრება, მაშინ გააკეთებთ ყველაფერს - შესაძლებელს და შეუძლებელს.

ლომი 

თქვენ შენიშნავთ და გააანალიზებთ ყველა წვრილმან დეტალს, მაგრამ, ამის მიუხედავად, უჩვეულო სიმშვიდესა და ცივ გონებას შეინარჩუნებთ, ამის შემდეგ კი, სიტუაციაზე ხელმძღვანელობას აიღებთ.

ქალწული

თქვენი შეშფოთება, ზოგადად, შეუძლებელია ამიტომ საგანგებო სიტუაციები არ გაგაკვირვებთ. თქვენ საკუთარ გონებაში გაანალიზებთ ყველა მოსალოდნელ სცენარს და ამის შემდეგ ზუსტად განსაზღვრავთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

სასწორი 

შინაგანი მღელვარების მიუხედავად, შეძლებთ გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებას და სხვა ადამიანებისთვის, კვლავ საიმედო დასაყრდენი იქნებით.

მორიელი 

თქვენ ბრაზდებით, როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, ამიტომ შეეცდებით მალევე იპოვოთ დამნაშავე და პასუხი მოსთხოვოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, გახსოვდეთ, რომ საკუთარი ბრაზის კონტროლი ძალიან გიჭირთ.

მშვილდოსანი 

თქვენ არ გიკვირთ, როდესაც რაღაც ცუდი ხდება. გულის სიღრმეში, თქვენ პესიმისტი ხართ, ამიტომ, ეს სიტუაცია თქვენს მოლოდინებს ნამდვილად გაამართლებს. 

თხის რქა 

თქვენ ყოველთვის ინარჩუნებთ სიმშვიდეს, მაშინაც კი, როდესაც შინაგანად პანიკაში ხართ. გადაუდებელი სიტუაციების დროს, თქვენ საოცნებო ადამიანი ხართ, რადგან თქვენი სიმშვიდე ყველას აგრძნობინებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მერწყული 

საგანგებო სიტუაციების დროს, თქვენ უბრალოდ იტირებთ, რადგან ვერ შეძლებთ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები. უფრო მეტიც, ეს თქვენთვის, ემოციური გადატვირთვის საუკეთესო საშუალება იქნება.

თევზები 

საგანგებო სიტუაციების დროს, თქვენ ჩართავთ კამერას და მთელს დრამას ტელეფონში შეინახავთ. არავის გადარჩენას არ შეეცდებით, რადგან იცით, რომ ეს მცდელობა, შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი გახდეს.