LIFE

როგორ დავიბრუნოთ სულიერი სიმშვიდე? – 5 მარტივი მეთოდი

როგორ დავიბრუნოთ სულიერი სიმშვიდე? – 5 მარტივი მეთოდი

სულიერი სიმშვიდე ფასდაუდებელი შეგრძნებაა. ეს საშუალებას გაძლევთ უკეთესად იძინოთ, ამცირებთ სტრესს და გეხმარებათ ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართოთ. მაგრამ ზოგჯერ ძალიან ძნელია ამ სიმშვიდის მიღწევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რეალურად რაღაც გაწუხებთ.

1. ჩამოწერეთ რა გაწუხებთ

პირველი ტექნიკა ძალიან მარტივია. როდესაც ჩამოწერთ იმ მოვლენებსა თუ სიტუაციებს, რომლებიც ყველაზე მეტად გაწუხებთ, ორმაგი ეფექტს მიიღებთ. პირველ რიგში, ეს საშუალებას მოგცემთ ფიქრები გონებიდან განდევნოთ და ფიზიკური ფორმა მისცეთ. მეორეც, ეს დაგეხმარებათ გარკვეული პერსპექტივის დანახვასა და თქვენი შეშფოთების ძირითადი მიზეზის გაგებაშიც კი. წერილობითი ფორმით თქვენი ემოციების გამოხატვა დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ გონება და დაიწყოთ პრობლემების მოგვარება. 

2. დაასრულეთ დაუსრულებელი საქმეები 

ფსიქოლოგიაში არსებობს ფენომენი, რომელსაც ზეიგარნიკის ეფექტს უწოდებენ. მისი იდეა ისაა, რომ ადამიანს დასრულებულ მოქმედებებზე უკეთ შეწყვეტილი ამახსოვრდება. დაუსრულებელი დავალებები და სიტუაციები გამუდმებით იპყრობენ გონებას და ითხოვენ ყურადღებას, ამიტომ ადვილად კარგავთ ენერგიას და იღლებით. მას შემდეგ რაც დაუსრულებელ საქმეს დაასრულებთ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

3. განსაზღვრეთ მკაფიო ვადა 

ვადები ხშირად არასასიამოვნოა, მაგრამ სინამდვილეში ისინი სულიერი სიმშვიდის მიღწევაში გვეხმარებიან. მათი საშუალებით ადვილია პრიორიტეტების განსაზღვრა და გეგმის დასახვა. ამიტომ, შემდეგი სტრატეგია მოიცავს ვადების ჩამოწერას და თქვენი სამუშაო პროცესის ორგანიზებას. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ ყველაფერზე, რაც პირველ რიგშია გასაკეთებელი და განსაზღვროთ მომდევნო ქმედება. ამ შემთხვევაში, გაცილებით ადვილი ხდება დამშვიდება, რადგან იცით, რომ სიტუაციას აკონტროლებთ.

4. გაწმინდეთ გონება 

მედიტაცია ერთ-ერთი ტექნიკაა, რომლიც გონების გაწმენდაში გეხმარებათ. გონების გასუფთავება გულისხმობს შფოთვისმომგვრელი ფიქრების გადატანას. 5 წუთიანი მარტივი მედიტაციაც კი, გეხმარებათ კონცენტრაციასა და გადატვირთვაში. 

5. ილაპარაკეთ და ილაპარაკეთ 

როდესაც შემაშფოთებულ აზრები გონებაში იხარშება, ისინი კიდევ უფრო დამთრგუნველი ხდება. საუბარი სანდო ადამიანთან, არის სიმშვიდის მოპოვების საუკეთესო გზა. თანაც, სხვა ადამიანს შეუძლია ობიექტური პერსპექტივა შემოგთავაზოთ და ასევე, დაგეხმაროთ იმის გაგებაში, არის თუ არა თქვენი წუხილის საფუძველი. დაიმახსოვრეთ, რომ ფიქრების გახმოვანებას დამაშვიდებელი ეფექტი აქვს. აირჩიეთ ადამიანი, რომელიც არ განსჯის თქვენს მდგომარეობას, იზრუნებს თქვენზე და უპირობო მხარდაჭერას შემოგთავაზებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არ არსებობს, მაშინ იდეალური გზა პროფესიონალთან დაკავშირებაა.