ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, რომელიც სილამაზითაა გატაცებული. ფილმები, შოუები, მოდის ინდუსტრია თუ სოციალური მედია, მუდმივად მოგვიწოდებენ გამოვიყურებოდეთ ლამაზად და პარტნიორშიც ეს სილამაზე ვეძებოთ.
მაგრამ რა არის სილამაზე? რა განსაზღვრავს მას? რას ნიშნავს „ლამაზი“?
გარეგანი სილამაზის იდეა ძალიან ზედაპირულია. ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ სასტიკი და ბოროტი პიროვნებაა, შეიძლება მიმზიდველი იყოს, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვუწოდებთ „ლამაზს“.
საუკეთესო მაკიაჟის ან ფილტრების შემთხვევაშიც კი, გარეგნული იერი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი მართლა ლამაზი იყოს. ნამდვილი სილამაზე არ არის გარეგნობა: თვალის ფერი, თმა, კანი, ტანსაცმელი, აქსესუარები, მაკიაჟი, წონა და ყველაფერი ის, რასაც საზოგადოება გვასწავლის.
სილამაზე შინაგანი მდგომარეობაა
ადამიანი, რომელიც შენთან არის, როდესაც ცუდად ხარ; სიკეთით სავსე ადამიანი; ინტელექტუალი ან სათნო ადამიანი ბევრად უფრო ლამაზია და ამ ტიპის სილამაზე გაცილებით დიდხანს, მთელი ცხოვრება გრძელდება.
რაც არ უნდა კარგად ვიზრუნოთ ჩვენს გარეგნობაზე, ის დროთა განმავლობაში ქრება და იცვლება. გარეგნობა შესაძლოა შეცვალოს ავადმყოფობამ, ავარიამ ან უბრალოდ ასაკმა. ის არ არის ხანგრძლივი და ღრმად მიზანმიმართული. თუმცა, ის, რაც ადამიანშია, ნამდვილად არის.
· სილამაზე ემყარება ემპათიას, სხვების გაგებასა და თანაგრძნობის სურვილს.
· სილამაზე არის საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ მიმღებლობა.
· სილამაზე არის საკუთარ თავში ჩაღრმავება და იმის აღიარება, რომ შეგვეშალა.
· სილამაზე არის სხვების გახარებისა და გაღიმების სურვილი.
· ...
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ კულტურაში, რომელიც მუდმივად ცდილობს იყოს ლამაზი, თუმცა მხოლოდ კარგი გარეგნობის შენარჩუნებას ახერხებს.
გარეგნობაზე ზრუნვა თავისთავად ცუდი არ არის. პრობლემა დგება მაშინ, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ მხოლოდ გარეგნობაზე და თანაც, შინაგანი სილამაზის ხარჯზე. პრობლემაა, როდესაც ვივიწყებთ სიკეთეს, ღირსებასა და თანაგრძნობას, მაგრამ ვერ ვივიწყებთ მომატებულ სამ კილოგრამს.
გამომეტყველება ცოტას გვეუბნება ადამიანის შესახებ.
მნიშვნელოვანია შინაგანი სილამაზე და ის, რაც საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ ნამდვილად კარგი ცხოვრებით.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, თავდაჯერებულობა, სილამაზე, ქალები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია