როგორია საუკეთესო ადამიანი? - ყველაზე მდიდარია? ყველაზე ჭკვიანია? ყველაზე მეტად იღბლიანი ხომ არ არის? არა, საუკეთესო ადამიანი ისაა, ვინც ყოველდღე მუშაობს საკუთარი თავისა და ხასიათის გაუმჯობესებაზე.
ზოგჯერ ფიქრობთ, რომ უამრავი ნაკლისა თუ პრობლემის დიდი გუდა ხართ და მეტი, არც არაფერი. სინამდვილეში, თქვენ ზოგჯერ ცუდად იქცევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანი ხართ. შეიძლება ხშირად ბრაზდებით და ცოფდებით, მაგრამ, არც ეს ინტენსიური ემოციები არ ხართ. მაშ, ვინ ხართ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხასიათის ზოგიერთი ასპექტის შეცვლა მეტად რთულია, ვიდრე სხვების, ჩვენ მუდმივად შეგვიძლია ვიმუშაოთ ხასიათის გაუმჯობესებაზე და გავხდეთ იმაზე უკეთესი ადამიანი, ვიდრე გუშინ ვიყავით.
ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის შეცვლა. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ დამშვიდება, გამძლეობა და ემოციების კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ სიკეთე და განვავითაროთ თანაგრძნობის უნარი. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ როგორ მოვახერხოთ თავის შეკავება მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებულები ვართ, ან როგორ გამოვხატოთ ემოციები სწორი ფორმით.
დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ ცვლილება შიგნიდან უნდა დაიწყოს.
ზოგჯერ, ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ - დავიკლოთ წონაში ან მოვიმატოთ, შევიცვალოთ ვარცხნილობა და იმიჯი, ან უბრალოდ, მოვირგოთ საოცნებო მაკიაჟი. თუმცა თუ ეს ცვლილებები, გაპირობებულია იმით, რომ სხვებს დავანახოთ, რა კარგები ვართ, მაშინ, კარგს არაფერს მოგვიტანს.
როდესაც სხვების დასანახად „ვთამაშობთ“ და ვმოქმედებთ, უბრალოდ ვრჩებით წყლის ზედაპირზე და ერთი შეხედვით, ვმოძრაობთ, მაგრამ ეს ცვლილება არ არის დამაკმაყოფილებელი და სასარგებლო. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია საკუთარი თავისთვის.
თუ ვისწავლით სიკეთის კეთებას და გონებრივად გავხდებით უკეთ: ვიქნებით მეტად ინფორმირებულობი; მიზანდასახულები; ენერგიულები და აქტიურები, ტრანსფორმაციულ გამოცდილებას მივიღებთ. ეს დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებასა და იმ ახალი რეალობის აღმოჩენაში, რომელიც არც კი გვეგონა, რომ არსებობდა.
საკუთარი თავის გარდაქმნა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე პროცესს წარმოადგენს. ნამდვილად არ არის შეზღუდული, რამდენად კარგი შეიძლება იყო და რამდენად შეგიძლია გაუმჯობესება. ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
როდესაც ხასიათზე, შინაგან სამყაროზე იწყებთ მუშაობას, ეს დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. მას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი კარიერა, ურთიერთობები, სიყვარული და ა.შ.
დღეს იყო უკეთესი, ვიდრე გუშინ არის ვალდებულება, რომელიც საოცნებო ცხოვრებამდე მიგიყვანთ. ეს ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯი, მთლიანად შეცვლის თქვენს ფილოსოფიასა და ცხოვრებას. შედეგები თავადვე გაგაოცებთ.
თუ არა თქვენ, ამას ვინ გააკეთებს?
თემები: ფსიქოლოგია, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია