რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 10 ივლისიდან ახალ ეტაპი დაიწყება?
- 09.07.2021
თუ თქვენ გრძნობთ, რომ ცხოვრებაში ახალი დასაწყისი გჭირდებათ, მაშინ ეს შესანიშნავი დროა მოქმედებისთვის - 10 ივლისს ახალი მთვარეა, თანაც, კირჩხიბის ნიშანში. კირჩხიბი წყლის პირველი ნიშანია და მას თავად მთვარე მართავს. მისი მოქმედების სფეროებია: ემოციები, შინაგანი სამყარო, ოჯახი და საყვარელი ადამიანები. ხოლო მათზე ზრუნვა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
ზოგადად, ახალი მთვარე ახალი საწყისების, ენერგიებისა და გეგმების სიმბოლოა. ამ დღეს დიდი პოტენციალი აქვს და თუ მოვინდომებთ, შესაძლოა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპიც კი დავიწყოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუძლია მიიღოს ეს ძლიერი ახალი შესაძლებლობა, გარკვეული ნიშნები ღრუბელივით შეიწოვენ კირჩხიბის ახალმთვარეობის ენერგიას. ეს ნიშნებია ...
კირჩხიბი
თუ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, მაშინ ყველა ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ამ ნიშანში ხდება, თქვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ცხადია, არც ეს ახალმთვარეობა იქნება გამონაკლისი.
ამჯერად, თქვენ შეეცდებით შეცვალოთ საკუთარი თავი უკეთესობისკენ და გააძლიეროთ როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ თავს ახალი სიცოცხლეც კი მისცეთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა ენდოთ საკუთარ გადაწყვეტილებას და დაიჯეროთ, რომ აუცილებლად მიაღწევთ სასურველს. ზოგადად, კირჩხიბის ასპექტები უკავშირდება ყველაფერ იმას, რასაც სახლში ვაკეთებთ - იქნება ეს საკუთარ თავზე ზრუნვა, დასვენება თუ სადილობა...
ახალი მთვარის სრული ენერგიის მისაღებად, მოგიწევთ აღიაროთ საკუთარი პოტენციალი ... და შემდეგ, მის მიხედვით იმოქმედოთ. თქვენ ახლა უსაფრთხოდ ხართ და უფრო მეტიც - თქვენ ეს შეგიძლიათ!
მორიელი
ახალი მთვარე კირჩხიბში განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენთვის, რადგან ის განათლებასთან დაკავშირებულ სურვილებს გაგიღვიძებთ. ამ გაგებით, ახალი დასაწყისების პოტენციალი პირდაპირი მნიშვნელობით შეგიძლიათ მიიღოთ - დარეგისტრირდეთ ახალ კურსზე, შეიძინოთ ახალი წიგნები და საბუთები შეაგროვოთ მომავლი უნივერსიტეტისთვის. თუ თქვენ ყოველთვის გაინტერესებთ ახალი ენის სწავლა - ეს იდეალური დროა.
თანაც, ეს ახალი მთვარე ზედაპირზე ამოიტანს ნებისმიერ თემას, რომლის ინტერესიც ყოველთვის გქონდათ, მაგრამ არასდროს გყოფნიდათ დრო ან ენერგია. ახალი მთვარე კირჩხიბში დააკმაყოფილებს თქვენს ცნობისმოყვარეობას და საშუალება გექნებათ იპოვოთ ის, რასაც ეძებდით - იქნება ეს განათლება, ახალ ქვეყანაში მოგზაურობა ან თუნდაც განსხვავებული მიდგომა კვების შესახებ.
და რაც ყველაზე მთავარია - თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააკეთოთ უფრო მეტი საკუთარი თავისთვის და საბოლოოდ გადაშალოთ ახალი ფურცელი.
მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყოველთვის ფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი, ავტონომიური და თავისუფალი ადამიანი ხართ, ამ ახალმთვარეობაზე გაგიჩნდებათ სურვილი, დაეხმაროთ სხვებს და მათთვის რამე კარგი გააკეთოთ.
როდესაც ახალ დასაწყისზე ფიქრობთ, თქვენი გონება შორს მოგზაურობს, მაგრამ იშვიათად მოიცავს სხვა ადამიანებს... ეს არ ნიშნავს, რომ ასოციალური ხართ, მაგრამ სხვებსაც ისე არ ენდობით, როგორც საკუთარ თავს...
ახლა, რაც თქვენს ცხოვრებას აკლია არის სოციალური ჩართულობა, სხვა ადამიანებისადმი მიჯაჭვულობა და ეს მთვარე, სწორედ იმ უსაფრთხო ადგილს შემოგთავაზებთ, საიდანაც ახალ მოგზაურობას - სხვა ადამიანებთან ერთად დაიწყებთ. თქვენ ყოველთვის გჯეროდათ, რომ თუ რამის გაკეთება გჭირდებათ, ამას თავად გააკეთებდით. რაც შესანიშნავია, მაგრამ თქვენზე უკეთ არავინ იცის ეს რამხელა მარტოობის განცდაა. ეს ახალი დასაწყისი კი, ადამიანებს შეეხება - მეგობრებს, ოჯახსა თუ სხვა ახლობლებს... გახსოვდეთ, რომ გაზიარებით ვერაფერს დაკარგავთ. უფრო მეტიც, ასე თქვენი სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდება.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია