თანამედროვე სამყაროში, მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ზოგჯერ, ამოცანაზე ფოკუსირება შეიძლება საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ყურადღების სამართავად და საქმიანობაში ან სწავლაში მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, შეგიძლიათ სცადოთ „პომიდვრის ტექნიკა“, რომელსაც საშუალებას გვაძლევს ნაკლებ დროში, უფრო მეტი რამ, გავაკეთოთ.
რა არის „პომიდვრის ტექნიკა“?
1. შეადგინეთ ყველა დავალების ჩამონათვალი და პრიორიტეტების მიხედვით დაახარისხეთ
პირველი ნაბიჯი არის იმის არჩევა, თუ პირველ რიგში, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. შეადგინეთ ყველა იმ დავალების ჩამონათვალი, რომელთა შესრულება გჭირდებათ. ამის გაკეთების შემდეგ, გადაწყვიტეთ რა ყველაზე პრიორიტეტული. თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა „მნიშვნელოვანი“ და „სასწრაფო“.
2. დააყენეთ ტაიმერი 25 წუთის განმავლობაში
მეორე ნაბიჯი მოიცავს ტაიმერის დაყენებას 25 წუთის განმავლობაში. „პომიდვრის ტექნიკის“ შემქმნელმა გამოიყენა პომიდვრის ფორმის სამზარეულოს ტაიმერი, რამაც მეთოდის სახელიც განაპირობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი საათი, აპლიკაცია ან მაღვიძარა. 25 წუთი კლასიკური „პომიდვრის ტექნიკის“ დროა, თუმცა თქვენ შეიძლება შეცვალოთ დროის მონაკვეთი და აირჩოთ, მაგალითად, 15 ან 45 წუთი.
3. იმუშავეთ 25 წუთის განმავლობაში
ტაიმერის დაყენებისას, თქვენ ვალდებულებას იღებთ, შემდეგი 25 წუთის განმავლობაში, კონცენტრირება მოახდინოთ კონკრეტულ დავალებაზე. სანამ ტაიმერი ჩართულია, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ამ დავალების გარდა არსებობს.
4. 5 წუთიანი შესვენება
ტაიმერის გამორთვის შემდეგ, 5 წუთიანი შესვენების დრო დგება. ეს ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიწელეთ, სწრაფად გაისეირნეთ ან დალიეთ წყალი, მაგრამ მოერიდეთ ისეთ საქმიანობას, რაც დროს გპარავთ, მაგალითად არ დაათვალიეროთ სოციალური მედია.
5. გაიმეორეთ
განაგრძეთ „პომიდვრის ტექნიკის“ გაკეთება მანამ, სანამ არ დაასრულებთ დავალებას. ყოველი სამი ტურის შემდეგ, გამოყავით უფრო დიდი შესვენება, მაგალითად, 20 ან 30 წუთი.
რამდენად სასარგებლოა ეს ტექნიკა? რატომ იყენებენ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით?
„პომიდვრის ტექნიკა“ დაგეხმარებათ უკეთ განსაზღვროთ თქვენი დრო და შეადგინოთ ზუსტი გეგმები. ასევე, ის დაგეხმარებათ კონცენტრაციაში - ჩვენთვის უფრო ადვილია ერთდროულად 25 წუთის განმავლობაში კონცენტრირება, ვიდრე რამდენიმე საათის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც „პომიდვრის ტექნიკას“ შეეჩვევით, გაცილებით ადვილი იქნება იმის დადგენა, თუ რა დრო სჭირდება დავალების შესრულებას, ასევე იმის განსაზღვრა, თუ რამდენია დარჩენილი მის დასრულებამდე. ეს უკეთესად წარმოგიდგენთ საკუთარ დატვირთვასა და მისი მართვის შესაძლებლობას. შედეგად კი, ის გეხმარებათ ფოკუსირებაში, საშუალებას გაძლევთ ნაკლებ დროში უფრო მეტს მიაღწიოთ და საბოლოოდ, გაზარდოთ პროდუქტიულობა.
თემები: სამსახური, რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, რჩევები, გონება
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია