არავის მოსწონს წარუმატებლობა... არავის მოსწონს ისეთი რამეების დათმობა, რაც მოსწონს ან რასაც აფასებს. ამასთან, ძალიან ხშირად ნივთებს ისე ვკარგავთ, რომ ვერც კი ვამჩნევთ...
თქვენ არ ესწრებით ოჯახურ სადილს, რათა ზეგანაკვეთურად იმუშავოთ. მთელი შაბათ-კვირას კი თქვენს კომპიუტერთან ატარებთ, რათა ყველაფერი დროულად გააკეთოთ...
ამასობაში კი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხვდებით მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. თქვენ ირჩევთ ერთს, ხოლო მეორეზე უარს ამბობთ.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ამას ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე ვაკეთებთ და საბოლოოდ, უარს ვამბობთ უკვე არსებულ წარმატებაზე და მომავალში მისაღწევი წარმატებისკენ ჯიუტად მივდივართ. დიახ, თუ თქვენ გყავთ ოჯახი, ახლო მეგობრები და საყვარელი ადამიანი, ძალიან გაგიმართლათ! დიახ, თქვენ უკვე მიაღწიეთ წარმატებას.
ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ ჩვენს პარტნიორთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტი, მოვიკლოთ პირადი განვითარება, დასვენება, საყვარელი საქმიანობა და დრო მთლიანად კარიერულ წარმატებას მივუძღვნათ. თუმცა ამას ცუდი განზრახვით არ ვაკეთებთ. ეს ქცევა განპირობებულია იმ აზრით, რომ ბედნიერება არის ის, რაც კონკრეტული ეტაპის მიღწევის შემდეგ მოდის. მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ბედნიერებას ყოველ წამს ვკარგავთ.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება ბედნიერებას მოგვიტანს. ამასთან, ვერ ვხვდებით, რომ ბედნიერებაა საყვარელი ადამიანების ნახვა, მათთან ერთად სიცილი, ბუნებაში გასეირნება და ზოგადად, ბედნიერებაა ყველაფერი, რაც აქ და ახლა ხდება.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე უარი უნდა ვთქვათ საქმეებზე და დრო ურთიერთობებს დავუთმოთ. მაგრამ, თუ არასოდეს ვიტყვით უარს საქმეზე, მაშინ შეიძლება მარტო აღმოვჩნდეთ...
ბედნიერება არის ის, რაც ყოველთვის ჩვენს შესაძლებლობებშია, მაშინაც კი, თუ ჩვენი ოცნებები ჯერ არ აგვისრულებია. ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები და უბედურები.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რას ვკარგავთ ყოველდღე, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ. ზოგჯერ, ეს დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ურთიერთობები, მათ საჭირო დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას დავკარგავ დღეს, თუ ამ არჩევანს გავაკეთებ? მზად ვარ ამ დანაკარგისთვის? რისი შეცვლა შემიძლია?
ჩვენი ბედნიერება უფრო ღირებულია, როდესაც მისი გაზიარება შეგვიძლია. ამიტომ, ფრთხილად იყავით, წარმატების ძიებაში საყვარელი ადამიანები არ დაკარგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რაც გვინდოდა და აღმოვაჩინოთ, რომ ეს არ გვახარებს, რადგან მარტოები ვართ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია