LIFE

სამყაროში, სასიყვარულო მიჯაჭვულობის მხოლოდ 4 სახეობა არსებობს - რომელია თქვენი სტილი?

სამყაროში, სასიყვარულო მიჯაჭვულობის მხოლოდ 4 სახეობა არსებობს - რომელია თქვენი სტილი?

სიყვარული, ეს არის ორ ადამიანს შორის არსებული კავშირი, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა. ის, თუ როგორ ვრეაგირებთ ამ კავშირების საჭიროებაზე და როგორ ვცდილობთ მის გაჯანსაღებას, ამას ჩვენი ”მიჯაჭვულობის სტილი” ეწოდება. 

ეს კი განაპირობებს ჩვენი ემოციების, დარდის გაზიარების, პარტნიორის მხარდაჭერისა და ინტიმური ურთიერთობის ფორმას. ზრდასრულთა ურთიერთობებში მიჯაჭვულობის ოთხი სტილიდან სამი ბავშვობის ტრავმებთან, დედის ფენომენთანაა დაკავშირებული. როგორც სოციალური მეცნიერები ამბობენ, ამ ოთხი სახეობიდან, მხოლოდ ერთია ჯანმრთელი ურთიერთობის საწინდარი...

ჩვენი გამოცდილება არის ის, რაც განაპირობებს ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას და მათთან დაკავშირების უნარს. სიყვარულშიც კი, ჩვენ ისე ვმოქმედებთ როგორც ბავშვობაში. თუ ადრეულ ასაკში გამოსცადეთ უარყოფა, ემოციური იგნორი ან ცივი დამოკიდებულება, მაშინ ეს განაპირობებს თქვენი ახლანდელი ურთიერთობის ტიპსაც. ხოლო თუ თქვენი ბავშვობა სავსე იყო ჯანმრთელი, თბილი ურთიერთობებით, მაშინ თქვენ არ გეშინიათ ემოციური სიახლოვისა და სიყვარულის.

1. უსაფრთხო მიჯაჭვულობა: ინტიმური

თქვენ გაიზარდეთ იმ რწმენით, რომ სახლი, ოჯახი და სიყვარული უსაფრთხო თავშესაფარია. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საიმედო ურთიერთობა, სადაც კომფორტი, უსაფრთხოება, დაცვა, თანაგრძნობა და ერთგულება წამყვანი მახასიათებლები იქნება. თქვენ გრძნობთ საკუთარ იდენტობას და დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებადია. 

თქვენ მარტივად შეგიძლიათ ვალდებულების შესრულება და დღევანდელი მოთხოვნილებების შესაბამისად ადაპტირება. თქვენ შეგიძლიათ შინაგანი აზრების, გრძნობების, სურვილებისა და შიშების გამჟღავნება, მაგრამ ასევე შეგიძლიათ პარტნიორის ნდობა. თქვენ მას აძლევთ უფლებას თქვენზე იზრუნოს, იყოს ემოციური მხარდამჭერი და სანაცვლოდ, ზუსტად იგივეს სთავაზობთ. თქვენ მოგწონთ როგორც ფიზიკური და ემოციური სიახლოვე, მაგრამ ასევე, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებელი არსებობა.

2. შფოთვითი მიჯაჭვულობა: გამაბრუებელი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ახლო ურთიერთობაში ყოფნა, თქვენი პარტნიორისა თუ მეგობრების საჭიროებებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ. ამიტომ ურთიერთობებში მარტივად კარგავთ იდენტობის შეგრძნებას.

ზღვის ტალღების მსგავსად, რომლებსაც არ გააჩნიათ სტაბილური რიტმი, თქვენ ემოციურად მოძრაობთ, რაც ურთიერთობის დანგრევას იწვევს. თქვენ მოითხოვთ ინტიმურობის მაღალ დონეს, ძლიერ მიზიდულობასა და სრულ აღმაფრენას, რათა პარტნიორზე დამოკიდებული გახდეთ.

შესაძლოა, პარტნიორები აღგიქვამენ როგორც მათზე მიჯაჭვულ, ჭირვეულ ადამიანს, რომელიც მათ ებღაუჭება და ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. თქვენ მარტივად ამბობთ უარს საკუთარ ღირსებაზე და ადვილად იდანაშაულებთ საკუთარ თავს, მაშინაც კი, თუ თქვენი პარტნიორი ასე არ ფიქრობს.

3. უარყოფითი მიჯაჭვულობა: ფსევდო-ინტიმური

თქვენ აფასებთ გრძელვადიან ურთიერთობებს, მაგრამ ცდილობთ დათრგუნოთ და დამალოთ საკუთარი გრძნობები. ბავშვობაში მუდმივი უგულვებელყოფის განცდის გამო, თქვენ ერთმანეთში გეშლებათ დამოუკიდებლობა და ადაპტირების უნარი. 

ზოგჯერ თქვენი დამოკიდებულების გამო გულგრილი ან გულქვა ადამიანი ჩანხართ. თუმცა იმდენად გეშინიათ, რომ ემოციური მიჯაჭვულობა და სიახლოვე საბოლოოდ, გულის ტკენის მიზეზი აღმოჩნდება, დისტანცირებაზე უარის თქმას არ აპირებთ. სწორედ ამის გამო ვერ ახერხებთ ღრმა, ყოვლისმომცველი ურთიერთობების წამოწყებას და როგორც წესი, ყველა პარტნიორს შორდებით. 

4. შიშისმომგვრელი მიჯაჭვულობა: ინტიმური ურთიერთობის თავიდან აცილება

ბავშვობაში და/ან თინეიჯერულ ასაკში გამოცდილმა დანაკარგებმა, ტრავმვებმა ან სექსუალური ძალადობამ გამოიწვია უკიდურესად დესტრუქციული მიჯაჭვულობის ტიპის ჩამოყალიბება. შესაძლოა გენატრებათ ინტიმური, ახლო ურთიერთობი, თუმცა გეშინიათ შედეგად გამოწვეული სტრესისა და ტკივილის.

თქვენ სამყაროს აღიქვამთ, როგორც სახიფათო ადგილს, სადაც სხვების ნდობას შეუძლებელია. თქვენ თვლით, რომ მხოლოდ იზოლირებაა უსაფრთხო, ხოლო სურვილების სუბლიმირებას ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ერთდჯერადი სექსის ან მუშაობის საშუალებით ახერხებთ. 

თქვენ გაურბიხართ ნებისმიერ ადამიანურ ახლო ურთიერთობას, არ იხსნებით ემოციურად და ფაქტობრივად, არავის აძლევთ საშუალებას მოგიახლოვდეთ.