ჭორები, როგორც წესი, იმ შურიან ადამიანებს უკავშირდება, რომელთაც მოსწონთ სხვების დაკნინება. იქნება ეს ვინმეს გარეგნობის განხილვა თუ მისი პირადი ცხოვრების ანალიზი. ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჭორაობა, სინამდვილეში არც ისე ცუდია...

1. ჭორები მხოლოდ ნეგატიური არ არის

როდესაც ჭორებზე ვფიქრობთ, უმეტესობას ალბათ უარყოფითი კომენტარები, საზიზღარი განხილვები და მათი უაზრო გავრცელება გვახსენდება. მაგრამ კვლევების თანახმად, ჩვენი ყოველდღიური საუბრების დაახლოებით 14% ჭორებისგან შედგება და უმეტესად ისინი არც პოზიტიურია და არც ნეგატიური. ისინი უბრალოდ ნეიტრალურია.

2. ჭორაობა შეიძლება სასარგებლოც კი იყოს

კვლევის თანახმად, ჭორაობა გვეხმარება სოციალური კავშირების დამყარებაში. უფრო მეტიც, ჭორები გვეხმარება სხვისი გამოცდილების მიხედვით ვისწავლოთ. როდესაც ჩვენ საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანებზე ვაზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ეს გვეხმარება ნდობის მოპოვებასა და კავშირების გაძლიერებაში.

ასევე, განსახილველ თემას შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენს მომავალ ქცევაზე. როდესაც ვადარებთ შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანებზე, ეს გვეხმარება უკეთ ამოვიცნოთ ჩვენი გრძნობები და დავადგინოთ, რა სახის ქცევაა და არ არის მისაღები.

3. მკვლევარებმა თამაშიც კი შექმენს, რომელიც ჭორაობის მიზეზის დადგენაში გვეხმარება

მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რატომ ჭორაობენ ადამიანები და რა მიზანს ემსახურება ეს მოვლენა. ამისთვის კი მათ შექმნეს ონლაინ თამაში. მასში მონაწილე 6 კაციანმა ჯგუფებმა, ერთად ითამაშეს 10 ტური. თითოეულ რაუნდში მათ 100 ქულა ენიჭებოდათ, რომელიც ან საკუთარი თავისთვის უნდა შეენახათ, ან ჯგუფის რომელიმე სხვა წევრისთვის დაეთმოთ. მოგვიანებით, ეს თანხა გამრავლდებოდა 1.5-ზე და თანაბრად გაიყოფოდა მოთამაშეთა შორის.

თამაშის წესების მიხედვით, მონაწილეებმა იცოდნენ მხოლოდ ის, თუ რას აკეთებდნენ სხვა მოთამაშეები. თუმცა ამის ფუნქცია ყველა მოთამაშეს ერთდროულად არ ჰქონია. ასეთ ტურებში, მათ საშუალება ჰქონდათ პირადად ესაუბრათ ჯგუფის სხვა წევრებთან. ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, მონაწილეებს არ შეეძლოთ ინფორმაცია პირდაპირ ადრესატისგან მიეღოთ. ისინი ეყრდნობოდენ გუნდის სხვა წევრებისგან მიღებულ ინფორმაციას. ამ სხვა წევრებმა ეს ინფორმაცია კი სხვა ტურში, პირველი წყაროსგან გაიგეს.

შედეგების თანამხად, მოთამაშეები დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ნაკლებად ერთვებოდნენ ამ თამაშში. ამასთან, იმ მონაწილეებს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ ერთმანეთთან ესაუბრათ, აქტიურობა არ შეუმცირებიათ. უფრო მეტიც, შედეგებმა აჩვენა, რომ მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრნენ, უფრო მეტად დაახლოვდნენ.

ეს ადასტურებს, რომ ჭორაობა ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გვეხმარება სოციალური კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაში.