LIFE

2 ძირითადი ნიშანი, რომ თქვენი ქორწინება განქორწინებისკენ მიდის

2 ძირითადი ნიშანი, რომ თქვენი ქორწინება განქორწინებისკენ მიდის

ქორწინება კომპლექსური მოვლენაა, ამიტომ ძნელია შეაფასო, მიდის თუ არა თქვენი ურთიერთობა განქორწინებისკენ. დასაწყისში, შესაძლოა, თავს იკავებდეთ ყოველგვარ უთანხმოებისა ან კამათისგან, მაგრამ, რა ხდება მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ? 

2015 წელს ფსიქოლოგმა ჯონ გოტმანმა, გოტმანის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გადაწყვიტა აღმოეჩინა საერთო ნიმუში, რაც ოჯახის დანგრევის ინდიკატორად გამოდგებოდა. კვლევის შედეგების მიხედვით, დაქორწინებული წყვილები ორ რამეს უნდა მოერიდონ: პირველია ნეგატიურ ციკლში მოხვედრა, ხოლო მეორე -გადაუჭრელი უთანხმოებები. 

1. ნეგატიური ციკლი

”ადრეული განქორწინება იმ წყვილებს ელოდებათ, რომლებიც ნეგატიურ ციკლში ხდებიან და ვერ ახერხებენ ურთიერთობის გამოსწორებას”- განმარტავს გოტმანი. "ამ წყვილებისთვის ნეგატივში შესვლა ჰგავს ქვიშის მორევში ჩასვლას. შესვლა ადვილია, მაგრამ გასვლა ძალიან ძნელია. სწორედ ეს განაპირობებს ადრეულ განქორწინებას: ეს ნეგატივი ყოვლისმომცველი ხდება. ამ სიტუაციაში აუცილებლად ქრება ინტიმური ურთიერთობები და მეგობრული კავშირები. ისინი, პარტნიორების ნაცვლად, ერთმანეთის მოწინააღმდეგები ხდებიან.“ 

თუ სიტყვა „მეუღლე“ უფრო მეტად ასოცირდება ნეგატიურ გრძნობებთან, ვიდრე პოზიტიურთან, მაშინ მოგიწევთ ურთიერთობას სხვა თვალით შეხედოთ. თქვენი მეუღლე უნდა იყოს თქვენი პარტნიორი, საყვარელი და მეგობარი; ნეგატივის ტალღას კი შეუძლია შეუქცევადად გაწყვიტოს ეს კავშირები. 

გოტმანი ამბობს, რომ ამ წესით ასეთი ქორწინება დიდხანს აღარ გაგრძელდება. და როგორც წესი, ის ადრეული განქორწინებით დასრულდება. 

2. გადაუჭრელი უთანხმოებები

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ კამათის მოგვარების საუკეთესო გზა უბრალოდ პრობლემისა თუ უთანხმოების დატოვება და ცხოვრების გაგრძელებაა. გოტმანი ამბობს, რომ მართალია ეს შეიძლება კეთილსინდისიერად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საზიანოა. მან ასევე განმარტა, რომ პირველი ნიმუშისგან განსხვავებით, ეს შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში და საბოლოოდ, გამოიწვიოს დამქანცველი და ხანგრძლივი განქორწინება. 

"წყვილები, რომლებიც ხშირად თანხმდებიან, რომ ვერ შეთანხმდნენ, აუცილებლად დაშორდებიან ერთმანეთს. წყენისა თუ ბრაზის მუდმივი დაგროვება, ცარიელი ქორწინების მთავარი მიზეზია. ისინი უბრალოდ არ ისაუბრებენ სადილზე, არ განიხილავენ პრობლემებს და მუდმივად პასიურად მტრულ გარემოში ცხოვრობენ. ჩვენ მათ მტრულ განცალკევებულ წყვილებს ვუწოდებთ და შესაძლოა დიდხანს შეძლონ ქორწინების შენარჩუნება. 

ამ შემთხვევებში, წყვილებს ქორწილის შემდეგ დაახლოებით 16 წელი აქვთ. როდესაც ისინი განქორწინებას იწყებენ, მათ თინეიჯერი შვილები ჰყავთ. ისინი ფიქრობენ: "როდესაც მე ვიყავი ამ ასაკში, დიდი იმედები მქონდა და ახლა ამ ცარიელ ქორწინებაში ვიმყოფები. ეს უნდა დასრულდეს.“ ამრიგად, ისინი საკუთარ თავში იწყებენ ხალისიანი და იმედიანი მოზარდის აღმოჩენას და ამთავრებენ ურთიერთობას“. 

გოტმანის რჩევა ნათელია: ნუ იქნებით პასიურები. ისაუბრეთ ერთმანეთთან და გადალახეთ ყველა უთანხმოება. ეს კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ცოლქმრულ კავშირს. კომუნიკაცია ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ურთიერთობაში. თუ თქვენ არ გაქვთ სათანადო კომუნიკაცია, ან საერთოდ არ გაქვთ კომუნიკაცია, საბოლოოდ თქვენი ქორწინებას წარუმატებლობისთვისაა განწირული.