LIFE

სექსი ჩხუბის შემდეგ - 3 მიზეზი, რის გამოც ის ასეთი შესანიშნავია

სექსი ჩხუბის შემდეგ - 3 მიზეზი, რის გამოც ის ასეთი შესანიშნავია

ეს არის კლასიკური ჰოლივუდური სცენა: წყვილი იწყებს კამათს, ლანძღვასა და ყვირილს, შუა ჩხუბის დროს კი, ერთი პარტნიორი მეორის კოცნას იწყებს, ყველაფერი ვნებიანი სექსით სრულდება. რა თქმა უნდა, ეს სცენა აუცილებლად გინახავთ.

კამათი დასრულებულია, ურთიერთობა კი - აღდგენილი. დასასრული. 

1. ჰორმონები 

ისეთი ჰორმონები, როგორიცაა ტესტოსტერონი, ადრენალინი და კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი), ჩხუბისა და კამათისას გამოიყოფა. დიახ, მაშინაც კი, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ეკამათებით. „როდესაც სტრესის ნიადაგზე სხეულში კორტიზოლი გამოიყოფა, ჩვენს სხეულებსა და გონებას ენატრება ის სიახლოვე, რასაც სექსი უზრუნველყოფს“ - განმარტავს სერტიფიცირებული სექსოლოგი, დოქტორი ჯენი სკაილერი. 

ხოლო სეროტონინი, დოპამინი და ოქსიტოცინი - ბედნიერებისა და სიყვარულის ჰორმონები, სწორედ ორგაზმის დროს გამოიყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბისას გამოთავისუფლებული „აგრესიული“ ჰორმონები თქვენში მხოლოდ ნეგატიურ გრძნობებს აღვიძებენ, ორგაზმის დროს გამოთავისუფლებული ჰორმონები გამშვიდებენ, კმაყოფილების გრძნობით გავსებენ და აძლიერებენ უსაფრთხოების განცდას. სწორედ ამ ჯადოსნური კოქტეილისკენ მიისწრაფვის თქვენი გონება და ორგანიზმი.

2. ევოლუცია 

თქვენს პარტნიორთან გაბრაზებული ჩხუბის შემდეგ ორგაზმი ხსნის თქვენი ფსიქიკის ღრმა და პირველყოფილ ნაწილს. „ჩხუბის შემდეგ სექსი არამარტო შვების ილუზიას გიქმნით, არამედ აღელვებითაც გავსებთ. თქვენ გრძნობთ, რომ ხილულ საფრთხეს გადაურჩით. ძირითადად, შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადალახეთ. ეს კი, კმაყოფილების განცდას, ნამდვილად, აძლიერებს.“ 

3. შფოთვა და აღგზნება 

აღგზნება და შფოთვა არის ახლო შეგრძნებებია, რომლებიც ზრდიან თქვენს გულისცემას, აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას და ახშირებენ სუნთქვას. 

„როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სტრესში, მაგალითად, კამათის შედეგად გამოწვეულ სტრესში, ჩვენი სიმპათიური ნერვული სისტემა იღვიძებს“ - ამბობს ურთიერთობისა ქოუჩი მიქელ ლისენბური კრისტენსი - „ეს ასევე იწვევს თქვენში საბრძოლო რეაქციის გამოღვიძებას, რაც გავსებთ ენერგიით და ფიზიკური მოქმედების მოტივაციას გაძლევთ“. არსებობს კი უკეთესი გზა, ფიზიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე საყვარელ ადამიანთან სექსია? თანაც, თუ მან უკვე მოახერხა თქვენი გაღიზიანება...