LIFE

6 უდავო ფაქტი ცხოვრებაზე - ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია

6 უდავო ფაქტი ცხოვრებაზე - ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია

დღეს, ძალიან ხშირად გვესმის რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ. ამაზე საუბრობენ ბლოგერები თუ ვლოგერები, ფსიქოლოგები თუ ექსპერტები, ამაზე საუბრობს მედიაცა და ტელევიზიაც.... ამასთან, ამ რჩევების ნიაღვარმა შეიძლება უბრალოდ დაგვავიწყოს თუ რა არის ცხოვრებაში რეალურად მნიშვნელოვანი... 

1. ჯანმრთელობის გარეშე, ფული მნიშვნელობას კარგავს

ფული მნიშვნელოვანია, რადგან ის მრავალ შესაძლებლობას გაძლევთ. მაგრამ ფულის შოვნისას, თქვენს ჯანმრთელობაზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ღირს. შეგიძლიათ იშოვნო იმდენი, რამდენიც გსურთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ჯანმრთელობა ყოველთვის ვერ გამოსწორდება ფინანსური ინვესტიციების საშუალებით. ზოგიერთი დაავადება ჩვენთან სამუდამოდ რჩება და მუდმივად აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 

ჯანმრთელობა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. ეს ნიშნავს, რომ ფინანსური სტაბილურობობის მოპოვების პარალელურად, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება აუცილებელია. 

2. ბედნიერება არჩევანია 

ხშირად ვფიქრობთ, რომ ცოტა მეტი რომ გვქონდეს, ბედნიერები ვიქნებოდით: გაგვაბედნიერებდა ახალი მანქანა, ახალი სახლი ან ახალი სამსახური. მაგრამ ბედნიერება ნამდვილად არ უკავშირდება ჩვენს მიღწევებსა თუ წარმატებებს. უფრო დიდი სახლის ქონა სულაც არ გაგაბედნიერებთ - რადგან კიდევ უფრო დიდი სახლი მოგინდებათ. 

ბედნიერი უნდა იყოთ იმით, რაც ახლა გაქვთ. თქვენ არ გჭირდებათ ცხოვრების უკეთესი პირობები, კონკრეტული ნივთები ან მიღწევები. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ბედნიერება აქ და ახლა, არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვთ ან რისკენ მიისწრაფვით. 

3. ყველას ვერ ასიამოვნებთ 

თუ შეეცდებით ყველას მოეწონოთ და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებთ, ვიღაც მაინც გამოძებნის თქვენი კრიტიკის მიზეზს. შეუძლებელია ყველას ასიამოვნოთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ რას გრძნობენ და ფიქრობენ სხვა ადამიანები...

ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რისი გაკეთებაც ნამდვილად გსურთ და შეეცადეთ საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ. ბოლოს და ბოლოს, თუკი ვინმე აპირებს ჩვენს კრიტიკას, რატომ გავუადვილოთ საქმე? 

4. უკეთესი ყოველთვის გამოჩნდება 

მუდმივ სწავლასა და გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტი უნარს აითვისებთ, მით უკეთესი შეძლებთ საქმის კეთებას. ცხოვრებაში მუდამ უნდა სცადოთ გახდეთ საუკეთესო თქვენს საქმეში, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამ მიზანს წარმატების მთავარ საზომად იყენებთ. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის შეიძლება ვინმე თქვენზე უკეთესი იყოს... 

თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ და შეიძინოთ სხვადასხვა უნარები საკუთარი თავის, გონებისა და სხეულის გასაუმჯობესებლად. არასოდეს იფიქროთ როგორ შეგაფასებენ სხვა ადამიანები. 

5. ადამიანები გასაჭირში ამჟღავნებენ საკუთარ თავს 

თუ წარმატებული, მდიდარი და ყოვლისშემძლე ხართ, მაშინ ყველას უყვარხართ და ყველას სურს თქვენთან ყოფნა. როდესაც უბედურება შეგვხვდებათ, ფულსა და ძალაუფლებას დავკარგავთ, ან სხვაგვარი ტრაგიკული მოვლენა გადაგხდებათ, სწორედ მაშინ გამოვლენენ თქვენი ახლობლები საკუთარ ნამდვილ ფერებს. 

ბედნიერების გაზიარება ყველას შეუძლია, აი უბედურებისა კი, მხოლოდ ნამდვილ მეგობრებს... 

6. თქვენ ყოველთვის მოგინდებათ უფრო მეტი 

არაფერია, რაც სამუდამოდ დაგვკმაყოფილებთ. თქვენ ყოველთვის გენდომებათ უფრო დიდი სახლი, უფრო ლამაზი ეზო, უფრო ახალი მანქანა და უფრო მეტი წარმატება. ეს ადამიანური ბუნების ნაწილია, ამას ნამდვილად ვერ გაექცევით... 

ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არ არსებობს საბოლოო მიზანი, რომელიც სამუდამო კმაყოფილებით აგავსებთ. თქვენ ცხოვრების ყველა ეტაპზე უნდა იპოვოთ ახალი მიზნები და მისკენ სავალი გზები გაკვალოთ. ცხოვრება ხომ პროცესია და არა საბოლოო დანიშნულების წერტილი...