ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია - ისინი აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. ჩვევები ხომ ის ქმედებებია, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ, ამიტომ მათი შედეგები დროთა განმავლობაში უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ მავნე ჩვევა გაქვთ, ის უნდა „გადააგდოთ“, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ.

1. მნიშვნელოვანია აღიარება

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის იმის აღიარება, რომ გაქვთ მავნე ჩვევა, რომელიც უნდა „გადააგდოთ“. მაგალითად, ბევრი მწეველი ამტკიცებს, რომ მოწევა სულაც არ არის საზიანო - სანამ ისინი არ შეცვლიან ამ დამოკიდებულებას, ძალიან რთული იქნება ამ მავნე ჩვევის შეცვლა.

აღიარეთ, რომ გაქვთ ჩვევა, რომელიც არ არის სასარგებლო. არ არის საჭირო მკაცრად განსაჯოთ საკუთარი თავი, უბრალოდ აღიარეთ და მიეცი საკუთარ თავს უფლება, დაიწყოთ მისი „გადაგდება“.

2. შეადგინეთ გეგმა

ნუ დაელოდებით, რომ ჩვევა ერთ ღამეში გაქრება. პირიქით, ის დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება. თქვენ უნდა იმუშაოთ მის მოსაშორებლად და ამისათვის გჭირდებათ გეგმა. პირველ რიგში კი, ყურადღება გაამახვილეთ მოკლევადიან მიზნებზე.

მაგალითად, თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ ერთი კვირის განმავლობაში მავნე ჩვევის გარეშე ცხოვრება. შემდეგ, შეგიძლიათ ერთი თვე სცადოთ. მკაფიო ვადის დადგენა გაცილებით მარტივია და საბოლოოდ გვაჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი.

3. ალტერნატიული ვარიანტი

ჩვევაზე უარის თქმის შემდეგ, თქვენ გჭირდებათ მისი „შევსების“ ალტერნატივა. თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი, ჯანსაღი ჩვევის შექმნა, რომელიც ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.

მაგალითად, თუ ნერვიულობის დროს ყოველთვის ეწევით, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამის ნაცვლად? თქვენ შეიძლება სცადოთ მედიტაცია, ფინჯანი მცენარეული ჩაის მიღება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. მოიფიქრეთ ალტერნატიული ჩვევა, რომელიც უკეთესია თქვენი კეთილდღეობისთვის და რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

4. დაკავდით

თუ უსაქმოდ ხართ, ძველი ჩვევები გამუდმებით ტივტივებენ გონებაში. თუ თქვენ დაკავებული ხართ, ამან შეიძლება პროცესი გაამარტივოს, რადგან დრო ფიქრისა ან მოქმედებისთვის უბრალოდ აღარ რჩება.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად ცდილობთ ჩვევის გადაგდებას, ბევრი რამის გაკეთება გჭირდებათ ყურადღების გადასატანად - შესთავაზეთ საკუთარ თავს სასიამოვნო და სახლისო აქტივობები.

5. იპოვნეთ ანგარიშვალდებულება

უთხარით სანდო მეგობარს, ოჯახის წევრს ან საზოგადოებას და სთხოვეთ შეამოწმონ თქვენი პროგრესი. თუ ჩვევის „გადაგდების“ გეგმიდან გადაუხვევთ, ანგარიშვალდებულება დაგეხმარებათ სწორ გზას დაუბრუნდეთ.

გარდა ამისა, სხვა ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სასარგებლო რჩევები და შეიძლება შემოგთავაზონ ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც ხშირად ძალიან საჭიროა. თუ თქვენს გარშემო იპოვით სხვა ადამიანს, რომელსაც იგივე მავნე ჩვევაზე სურს უარის თქმა, ერთად შესრულება წარმატების შანსებს გაზრდის.

6. არ დანებდეთ

მავნე ჩვევა შეიძლება მოულოდნელად დაბრუნდეს, ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ არ უნდა დანებდეთ. თუ რამდენიმე კვირიანი დიეტის შემდეგ პიცას მიირთმევთ, ეს შეიძლება დამარცხების განცდის მიზეზი გახდეს, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ რიგითი დაბრკოლებაა.

აღიარეთ მომხდარი და შეეცადეთ აღარ გაიმეოროთ. უბრალოდ დაუბრუნდით თქვენს ახალ, ჯანმრთელ ჩვევებს და ხელახლა დაიწყეთ მცდელობა.

7. მიეცით დრო

ჩვევა არის ის, რასაც ჩვენი ტვინი ეჩვევა. „გადაგდების“ შემდეგაც კი, ტვინი გამუდმებით ეძებს უკვე ნაცნობ მავნე ჩვევას. შეახსენეთ თავს, რომ სიტუაცია დროებითია და საკმაოდ მალე გაუმჯობესდება, მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვევა, რომელიც მრავალი წელია გაქვთ, ერთი დღის შემდეგ არ გაქრება.