კვლევის თანახმად, ადამიანებს ვარჯიში უფრო აბედნიერებს, ვიდრე ბევრი ფული
- 02.08.2021
თუ "ბევრი ფულის გამომუშავება" თქვენი მიზნების სიაში პირველია, მაშინ დროა, პრიორიტეტები შეცვალოთ - ახალი კვლევის თანახმად, ვარჯიში უფრო გაბედნიერებთ, ვიდრე ბევრი ფული.
რატომ არის თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ფიტნესი უფრო უკეთესი, ვიდრე ფული?
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფიზიკური აქტივობების შემდეგ გამოიყოფა ენდორფინები, რაც აძლიერებს ბედნიერების განცდას და გვეხმარება სტრესის მოხსნაში. მაგრამ შეიძლება ის უფრო მეტად გვაბედნიერებდეს, ვიდრე ბევრი ფული? ოქსფორდისა და იელის მკვლევარების აზრით, ეს შესაძლებელია!
უახლესი ქცევითი რისკის ფაქტორების სამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით, სამი წლის განმავლობაში, მკვლევარებმა გააანალიზეს 1.2 მილიონი ზრდასრული ამერიკელის მონაცემები იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ვარჯიშს მართლაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მათივე სიტყვებით, "ჩვენ შევადარეთ ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეების რაოდენობა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვარჯიშობდა და ვინც არ ვარჯიშობდა ..." მოკლედ რომ ვთქვათ, მათ გამოიკვლიეს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები - განსხვავებული რასის, სექსის, შემოსავლის და განათლების დონის შესაბამისად.
რა აღმოაჩინეს?
მათ აღმოაჩინეს, რომ განსხვავებული შემოსავლის მქონე ის ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ, 43% -ით ნაკლებ ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ვარჯიში ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ისინი ვინც კვირაში 3-5-ჯერ, სულ მცირე 45 წუთს უთმობენ ვარჯიშს, უფრო ბედნიერებად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ 2-3-ჯერ ვარჯიშობენ.
მეტი ფული არ უდრის მეტ ბედნიერებას
თუ გვსურს გავაანალიზოთ თუ როგორ გვაბედნიერებს ვარჯიში უფრო მეტად, ვიდრე ფული, ჩვენ უნდა გადავხედოთ სხვა კვლევას. 2015 წლის კვლევის მიხედვით, რომლის მთავარი თემა იყო "შეუძლია თუ არა ფულს ბედნიერების ყიდვა?", გამოდის, რომ მას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დახარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე გამოიმუშავებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედნიერების განცდა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ფული გაქვთ; საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას.
რა ხდება, თუკი ცუდი დღეების უკან ფინანსური პრობლემები იმალება?
მოდით, განვიხილოთ ამ კვლევების ძალიან რეალური ხარვეზები; როგორც ჩანს, ეს კვლევა არ მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც თვის ბოლომდე თავის მისატანად იბრძვიან. თუ თქვენ არ იცით როგორ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და როგორ იზრუნოთ ოჯახზე, ვარჯიში არ გამოასწორებს ამ პრობლემას. სირბილი არ გადაიხდის თქვენს გადასახადებს და იოგა არ აავსებს თქვენს მაცივარს.
არსებობს უზარმაზარი განსხვავებაა საკმარის შემოსავალსა და სიმდიდრეს შორის. არცერთ ქვეყანაში არავინ ამბობს, რომ ველოსიპედით სიარული მოგიხსნით შვილების კვების პრობლემას. თუმცა, ვარჯიში გეხმარებათ დაიცვათ თქვენი ტვინი როგორც სხვადასხვა სტრესით გამოწვეული დეპრესიისგან, ასევე ფინანსური პრობლემების შედეგად გამოწვეული ნეგატიური ფიქრებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედით სიარული არ აღმოფხვრის თქვენი სტრესის მიზეზს, მას შეუძლია მოგაცილოთ შფოთვა, გააუმჯობესოს თქვენი აზროვნება და შედეგად, დაგეხმაროთ პრობლემის გადაჭრის გზის აღმოჩენაში.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, ვარჯიში