1. თუ საზოგადოებაში უკან იხევთ
წვეულებაზე მოფარებული კუთხის პოვნა უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე საუბარში ჩართვა.
თქვენ ფიქრობთ: „არავის სურს მოისმინოს ჩემი სათქმელი...“.
2. თუ საკუთარ მოსაზრებებზე უარს ამბობთ და სხვებს უჯერებთ
იმის გამო, რომ თქვენ არ ენდობით საკუთარ თავს, ფიქრობთ, რომ სხვებმა თქვენზე კარგად იციან, რა არის უკეთესი... თქვენთვის.
3. თუ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება ან პოზიციის დაცვა
თქვენ ყოველთვის ამბობთ: „მე არ მაინტერესებს. შენ გადაწყვიტე“.
უმცირეს გადაწყვეტილებებსაც კი სხვებს ანდობთ და თითქმის მოითხოვთ: „მალე გადაწყვიტე“.
4. თუ არ გაქვთ პირადი საზღვრები
თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ საკუთარ სამყაროში დამალვა არ არის პირადი საზღვრების დარღვევა. მაგრამ თუ მიზეზი, რის გამოც არ ერთვებით ცხოვრებაში და გულწრფელად არ გამოხატავთ საკუთარ თავს, ისაა, რომ გეშინიათ, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, მაშინ თქვენ საზღვრებს მიღმა ხართ.
გონებასაც აქვს საზღვრები და სხვის აზრებზე ერთადერთი კანონიერი წვდომის საშუალება შეკითხვების დასმა და მოსმენაა. თუ გსურთ მართლა გაიგოთ რას ფიქრობენ სხვები, თქვენ უნდა გარისკოთ და საკუთარი სამყაროდან გამოხვიდეთ.
5. თუ ხშირად გრძნობთ სირცხვილს
სირცხვილის ჯანსაღი გრძნობა ამბობს: „მე შეცდომა დავუშვი“.
ხოლო სირცხვილის ტოქსიკური გრძნობა ამბობს: „მე შეცდომა ვარ“.
თუ თქვენ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, დიდი ალბათობით კარგად იცნობთ სირცხვილის ტოქსიკურ განცდას.
6. თუ ძალიან მალე ნებდებით
იმის გამო, რომ თქვენ არ გაქვთ მოტივაცია და თავდაჯერება რისკზე წასასვლელად და მათ განსახორციელებლად, ვერც ძველ პროექტებს ასრულებთ, არც ახალს იწყებთ, ვერც მიზნებს ისახავთ, არც უკვე დასახულ მიზნებს აღწევთ და რაღა თქმა უნდა, საკუთარ ოცნებებზეც უარს ამბობთ...
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები