LIFE

კვლევა: არამიმზიდველი ადამიანები ბევრად უკეთ აფასებენ საკუთარ გარეგნობას

კვლევა: არამიმზიდველი ადამიანები ბევრად უკეთ აფასებენ საკუთარ გარეგნობას

რეალურად, ყველამ ვიცით, რომ არსებობს განსხვავება არამიმზიდველ და მიმზიდველ ადამიანებს შორის. კვლევებით დასტურდება, რომ ლამაზი ადამიანები უფრო ადვილად შოულობენ ფულს, მარტივად იპყრობენ ყურადღებას, ადვილად იღებენ დახმარებას და რაც მთავარია, ისინი სასჯელისგან თავის არიდებასაც კი ახერხებენ. ასევე, ამ კვლევების მიხედვით, ლამაზ ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ მოკლევადიანი ურთიერთობები, თუმცა მათ ჰყავთ უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი და რომანტიკული ურთიერთობების მეტი ვარიანტი აქვთ. 

ახალი კვლევის თანახმად კი, კიდევ ერთი განსხვავება გამოვლინდა: არამიმზიდველ ადამიანებს ნაკლებად შეუძლიათ ზუსტად შეაფასონ საკუთარი გარეგნობა - ისინი ბევრად უკეთ ხედავენ საკუთარ თავს. ამის საპირისპიროდ კი, ლამაზი ადამიანები მართალია უფრო რეალურად აფასებენ საკუთარ თავს, მაგრამ აკნინებენ საკუთარ გარეგნობას. 

სტატია, რომელიც „ფსიქოლოგიის სკანდინავიურ ჟურნალში“ გამოქვეყნდა აერთიანებს ექვს კვლევას. კვლევის მონაწილეები არ იცნობდნენ ერთმანეთს და ასე აფასებდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვების გარეგნობას. 

პირველ კვლევაში აღმოჩნდა, რომ მონაწილეები, რომლებიც გადაჭარბებულად აფასებდნენ თავიანთ მიმზიდველობას, სხვა ადამიანებისთვის იყვნენ ყველაზე ნაკლებად მიმზიდველები. 

"კვლევის პროცესში არამიმზიდველმა მონაწილეებმა თავი საშუალო დონეზე მიმზიდველად მიიჩნიეს. ხოლო ამის საპირისპიროდ, მიმზიდველ მონაწილეებს უფრო მეტად რეალური წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თუმცა, ისინი უფრო ნაკლებად აფასებდნენ საკუთარ თავს, ვიდრე სხვა ადამიანები“. 

რატომ აფასებენ არამიმზიდველი ადამიანები საკუთარ თავს უფრო მეტად? შეიძლება იმიტომ, რომ მათ სურთ შეინარჩუნონ პოზიტიური ხედვა საკუთარ თავზე? ისინი საკუთარ თავს იტყუებენ? ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან ნეგატიური სოციალური გამოხმაურების დისკრედიტაციის ან "დავიწყებისკენ". 

დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მეცნიერებმა კიდევ კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანიც მონაწილეებისთვის, პირველ რიგში, პოზიტიური, დაცული გარემოს შექმნა იყო. ხოლო ამის შემდეგ იწყებოდა გარეგნობის შეფასების ნაწილი. მონაწილეებმა უპასუხეს ისეთ კითხვებს, რაც მათი პიროვნების დადებით, ძლიერ მხარეებზე აკეთებდა აქცენტს და არა ვიზუალზე. თუმცა, ამ კითხვებმა არ შეცვალა მონაწილეების თვითშეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ არამიმზიდველი ადამიანები, თავდაცვის პოზიციიდან არ აფასებენ გარეგნობას. 

ასევე, ამ კვლევის თანახმად, არამიმზიდველი ადამიანები უფრო მეტად განასხვავებენ უშნო და ლამაზ ადამიანებს. მაგრამ ამ ფაქტმა „არ იქონია გავლენა იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საკუთარ თავს“. 

საბოლოოდ, საიდუმლოდ რჩება რატომ აფასებენ საკუთარ თავს გადაჭარბებით არამიმზიდველი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას შეუძლია ლამაზი და უშნო ადამიანების გარჩევა, "როგორც ჩანს, ვინც არ არის მიმზიდველი, არ იცის, რომ ის არამიმზიდველია".