მშობლები

დედისერთა ხართ, პირველი შვილი, შუათანა თუ ნაბოლარა? - დაბადების თანამიმდევრობას შეუძლია განსაზღვროს თქვენი პიროვნება

დედისერთა ხართ, პირველი შვილი, შუათანა თუ ნაბოლარა? - დაბადების თანამიმდევრობას შეუძლია განსაზღვროს თქვენი პიროვნება

ალბათ გსმენიათ, რომ ოჯახის უფროსი ბავშვი, როგორც წესი, პასუხისმგებლობითაა სავსე, ხოლო დედისერთა ბავშვები, ბევრად უფრო ეგოისტები და მომთხოვნი არიან. მართალა შეუძლია თუ არა დაბადების თანამიმდევრობას განსაზღვროს ჩვენი პიროვნება, თუ მხოლოდ სტერეოტიპებია?

1920-იანი წლების ბოლოს, ალფრედ ადლერმა და ზიგმუნდ ფროიდმა ჩამოაყალიბეს დაბადების რიგის თეორია. ადლერს სჯეროდა, რომ დაბადების თანმიმდევრობა არსებითად გავლენას ახდენს თქვენს პიროვნებაზე.

პირმშო (უფროსი) ბავშვი - ადლერის აზრით, უფროსი ბავშვი მიდრეკილია იყოს კონსერვატიული, ძალაზე ორიენტირებული და ბუნებით ლიდერი. იმის გამო, რომ ისინი ხშირად იღებენ პასუხისმგებლობას უმცროს და-ძმებზე, პირმშოები მზრუნველი ადამიანები არიან, რომლებიც მზად არიან გახდნენ მშობლები და ცხოვრებაში უფრო მეტად იჩენენ ინიციატივას. 

მეორე (შუათანა) ბავშვი - ვინაიდან უფროსი ძმა ან და არის მეორე ბავშვის "ტემპის დამმტკიცებელი", ისინი ხშირად იბრძვიან თავიანთი უფროსი ძმის „დამარცხებაზე“. ამიტომ, მათი განვითარების ტემპი უფრო მაღალია. შუათანა ბავშვები ხშირად ამბიციურები არიან, მაგრამ ისინი იშვიათად გამოხატავენ ეგოიზმს. ისინი ასევე უფრო მეტად ისახავენ დაუსაბუთებლად მაღალ მიზნებს. ეს ზრდის წარუმატებლობების რაოდენობას და ამცირებს თვითშეფასებას. თუმცა ისინი უკეთ ახერხებენ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას. 

ნაბოლარა (უმცროსი) ბავშვი - როგორც წესი, უმცროსი ბავშვი იღებს დიდ ზრუნვას და ყურადღებას მშობლებისა თუ უფროსი დედმამიშვილებისგან. ამიტომაც ისინი ნაკლებად გამოცდილად და დამოუკიდებლად გრძნობენ თავს. თუმცა, ნაბოლარა ბავშვები, როგორც წესი, ძალიან მოტივირებულნი არიან თავიანთი უფროსი დებისა და ძმების „გადალახვაში“. ძალიან ხშირად ისინი აღწევენ დიდ წარმატებას და იღებენ აღიარებას. ისინი ხდებიან ყველაზე სწრაფი სპორტსმენები, საუკეთესო მუსიკოსები ან ყველაზე ნიჭიერი მხატვრები. ოჯახში უმცროსი ბავშვები ძალიან კომუნიკაბელურები არიან, თუმცა ისინი უფრო უპასუხისმგებლოდ და გულუბრყვილოდ იქცევიან, ვიდრე უფროსი ბავშვები. 

დედისერთა ბავშვი - ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, ერთადერთი შვილი ხშირად ეჯიბრება მამას. მშობლებისგან ზედმეტად განებივრებული, დედისერთა ბავშვი ელოდება განებივრებას და დაცვას ყველა სხვა ადამიანისგან. დამოკიდებულება და საკუთარ თავზე ორიენტირება არის მათი ცხოვრების წამყვანი თვისებები. დედისერთა ბავშვს ხშირად უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ბევრი ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს და ან ძმა, ხდება პერფექციონისტი.