7 პოპულარული სერიალი - ყველაზე ლამაზი და ძვირადღირებული კოსტიუმებით
- 01.02.2017
1. „დიდებული საუკუნე“
გადაღებები წლების მანძილზე მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ადგილობრივმა მკერავებმა რამდენიმე ათასი კოსტიუმი შეკერეს. თითოეულ მთავარ გმირისთვის სეზონზე მინიმუმ 50 კოსტიუმი იკერებოდა. ქსოვილები შეკვეთით ჩამოჰქონდათ სხვა ქვეყნებიდან. გამოიყენებოდა Valentino-ს, Christian Dior-ის, Dolce & Gabbana-ს მარკები. ერთი კოსტიუმი კი დაახლოებით ჯდებოდა 3-3,5 ათასი ევრო.
2. „დაუნტონის სააბატო“
მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დიდი ხანია დასრულდა, არასოდეს გვღლის მისი ყურება თავიდან. სასიამოვნოა თვალი ადევნო იმას, თუ როგორ იცვლება მე-20 საუკუნის დადგომისას გმირების კოსტიუმებიც. კაბები მოკლდება, მცირდება ქუდებზე ფარფლები. ერთ-ერთ სერიაში ლედი სიბილი (ჯესიკა ბრაუნ ფინდლეი) საზოგადოებაში შარვალში ჩნდება, რაც ამ ეპოქისთვის დაუჯერებელი და გაბედული გადაწყვეტილება იყო.
3. „ჩინეთის იმპერატორი ქალი“
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს იმ ეპოქაში, როდესაც მოდის პიკზე იყო კაბები ძალიან ღრმა დეკოლტეთი. ჩინელმა ცენზორებმა აკრძალეს ასეთი ღია კოსტიუმები და ამიტომ გადაწყდა გადაექციათ სამეფო კარის ქალბატონები „მოლაპარაკე თავებად“, მათ ამოჭრეს სცენები, რათა მკერდი კადრში არ მომხვდარიყო. ჰონკონგის ტელეარხმა გაითვალისწინა ცენზურა და სხვა რამ მოიფიქრა: დახარჯა 2,5 მლნ. დოლარი სპეციალისტების 200 კაციანი გუნდისთვის, რომ მათ ვირტუალური ქსოვილი დაედოთ მსახიობების მოშიშვლებულ ადგილებზე.
4. „ამერიკული საშინელებათა ისტორია“
სადაც კოსტიუმებია - იქ ლედი გაგაა, ამიტომ ძნელია გვერდი აუარო ამ სეზონს, სადაც დებიუტი ჰქონდა უცნაურ დივას. მის მიერ განასახიერებული გრაფინიას ელეგანტური გარეგნობის საფუძველი გახდა ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ დროინდელი კოსტიუმების მთავარი მხატვრის, ადრიანისა და ჩვენი თანამედროვის დაფნა გინესის სტილი.
5. „უცხოელი ქალი“
კოსტიუმების მხატვრის ტერი დრესბაკის წინაშე იდგა რთული ამოცანა: ყოველდღიური შოტლანდიური კაბები კარგად უნდა გამოჩენილიყო სანთლის შუქზე და ამავე დროს აუთენტური უნდა ყოფილიყო. ის იყენებდა ქსოვილის იშვიათ ნიმუშებს, ქვეყნის კლიმატური თავისებურობის გათვალისწინება კი ცალკე უწევდა.
6. „ერთხელ ზღაპარში“
სერიალისთვის იყო შექმნილი უამრავი კოსტიუმი. ამ გრადნდიოზული პროექტის უკან დგას დიზაინერი ედუარდო კასტრო. ხელოვნების ნაწარმოებად შეიძლება ჩათვალო არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის კოსტიუმებიც. სერიალის ყველაზე მძიმე ნივთს წარმოადგენდა კაპიტანი კრიუკის ქურთუკი, რომელიც შექმნილი იყო იტალიური ტყავისგან.
7. „ჯონატან სტრენჯი და მისტერ ნორელი“
მინი-სერიალი შესანიშნავი სიუზან კლარკის წიგნის მიხედვით ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო. და ის უდავოდ იმსახურებს პრემიას კოსტიუმებისა და დეკორაციების მხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვის. ინგლისის მე-19 საუკუნის დასაწყისის ინტერიერები და კოსტიუმები ძალიან დეტალურად არის შექმნილი.
თემები: ტანსაცმელი, კინო, ფილმი, სერიალი, გმირი, კოსტიუმი
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>