LIFE

კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი საჯდომი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან

კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი საჯდომი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან

აღმოჩნდა, რომ დიდი ზომის საჯდომი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 16 000 ქალის მონაცემი გაანალიზეს, დადგინდა, რომ საშუალოზე დიდი ზომის საჯდომის მქონე ქალები არა მხოლოდ უფრო ჭკვიანები არიან, არამედ უკეთ უმკლავდებიან ქრონიკულ დაავადებებს.

კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი საჯდომი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან

კვლევის წამყვანი მკვლევარი და ენდოკრინოლოგი, პროფესორი კონსტანტინოს მანოლოპულოსი: „უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სხეულში ცხიმის განაწილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, სულ ახლახან დადგინდა, რომ ბარძაყის და საჯდომის ცხიმი აძლიერებს ჯანმრთელობას. გამოდის, რომ სხეულის ქვედა ნაწილში არსებული ცხიმი, დამცველობითი ფუნქციისაა“.

კვლევის შედეგების მიხედვით, საშუალოზე დიდი ზომის საჯდომის მქონე ქალებს აღენიშნათ ქოლესტერინის და გლუკოზის დაბალი დონე; მაგრამ, ომეგა 3 ცხიმების უფრო მაღალი დონე (რაც გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე). 

კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი საჯდომი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან

დიდი ზომის საჯდომი, ასევე, არეგულირებს ლეპტინისა და დინოპექტინის დონეს ქალის ორგანიზმში. პირველი არის ჰორმონი, რომელიც წონის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. ხოლო მეორე ჰორმონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერების გულის ჯანმრთელობას და ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას.

გარდა ამისა, საჯდომის ცხიმოვანი ქსოვილი „იჭერს“ მავნე ცხიმოვან ნაწილაკებს და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. 

კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი საჯდომი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად სიმსუქნე, მუცლისა და სხეულის ზედა ნაწილის ცხიმი არ არის ჯანსაღი და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა. მათ შორისაა არტერიული წნევა, დიაბეტი და მაღალი ქოლესტერინი. 

კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი საჯდომი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან

„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ მთავარია თქვენ იყოთ ბედნიერი. ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ სიმსუქნე დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხალხს გააცნობიერონ, რომ შესაძლოა მოგწონთ თქვენი სხეული, მაგრამ სიმსუქნე უამრავ ავადმყოფობას იწვევს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და ვაღიაროთ სიმსუქნის ნეგატიური გავლენა“ - დოქტორი ტიფანი პაუელი, ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი.