LIFE

5 მწარე ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც 30 წლამდე უნდა ისწავლოთ

5 მწარე ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც 30 წლამდე უნდა ისწავლოთ

მართალია სკოლაში ბევრ სასარგებლო და საინტერესო რამეს გვასწავლიან, მაგრამ ხშირად, „ცხოვრებისეული გაკვეთილები“ განათლების პროგრამის მიღმა რჩება...

1. სიმდიდრე და ძალაუფლება, ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით მიიღება

ჟურნალი Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების სიას. როგორც წესი, მილიარდერების ნახევარი ქონებას მშობლებისგან ან წარმატებული ქორწინებისგან იღებს. სტატისტიკურად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 20%, მდიდარ და კეთილშობილ ოჯახშია დაბადებული. 

მაგალითად, ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ბიზნესი 300 000 დოლარით დაიწყო, რომელიც მამინაცვლისგან ისესხა. ბილ გეითსი კი, ბანკირებისა და პოლიტიკოსების გავლენიან ოჯახში დაიბადა. 

იდეა, რომ ყველას შეუძლია იყოს წარმატებული, მხოლოდ ლამაზი ოცნებაა. მართალია, დღეს გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა გავამდიდროთ, თუმცა, მდიდარი მშობლების შვილებისთვის, ეს კიდევ უფრო სწრაფი და ადვილია.

2. მამაკაცებსა და ქალებს მეგობრობა სხვადასხვანაირად ესმით 

კვლევის თანახმად, მამაკაცი თავის ქალ მეგობარს განიხილავს, როგორც პოტენციურ საყვარელს. და, შესაბამისად, მისი ყველა მეგობრულ ჟესტი, მომავალი ინტიმური ურთიერთობების ინვესტიციაა. 

ხოლო ქალი, კაც მეგობარს ანალოგიურად არ აფასებს. ამის გამო, არსებობს „მეგობრული ზონის ეფექტი“ : ბიჭი იმედოვნებს, რომ ურთიერთობა სხვა მხრივ განვითარდება, ხოლო ქალი ფიქრობს, რომ ეს „მხოლოდ მეგობრობაა“. 

3. უმჯობესია იყო პესიმისტი, ვიდრე ოპტიმისტი 

პოზიტიური ფსიქოლოგიის ისტორია, ჯერ კიდევ 1950 -იან წლებში დაიწყო. მისი პრინციპების თანახმად, თქვენ ყველაფერი დადებითი პერსპექტივით უნდა შეაფასოთ და სირთულეებს ღიმილით გაუმკლავდეთ. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს მიდგომა კარგს არაფერს გამოიწვევს. 

წარმატების ვიზუალიზაცია და ოპტიმიზმი ამცირებს წარმატებული შედეგის ალბათობას. როდესაც ადამიანი უკვე ხედავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერი დასასრულის მოლოდინში, შესაძლოა უბრალოდ დანებდეს. 

მაგრამ პრაგმატული ან თუნდაც ოდნავ დეპრესიული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები უფრო წარმატებულები არიან: პესიმისტები პროგნოზირებენ შესაძლო მოვლენებს და მომავალი წარუმატებლობის შემთხვევაში, დეტალურ გეგმას განიხილავენ.

4. ხანდახან, ურთიერთობაში ეგოისტი უნდა იყო 

დროდადრო პარტნიორებს უწევთ კომპრომისზე წასვლა და ურთიერთობაში ემოციური ინვესტიციის ჩადება. მაგრამ ხანდახან, თქვენ უნდა იფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე. 

ფსიქოლოგების რჩევით, უმჯობესია არ იცხოვროთ მხოლოდ პარტნიორის ცხოვრებით. თქვენ კვლავ გჭირდებათ მარტო დროის გატარება, სხეულის მოვლა, მეგობრების ნახვა და გართობა. ნუ შეეცდებით მოიპოვოთ პარტნიორის კეთილგანწყობა, მხოლოდ საკუთარი ცხოვრების დათმობის ხარჯზე. 

5. არავის აინტერესებს თქვენი წარუმატებლობები 

არავის აინტერესებს, თუ თქვენ არ გააგრძელებთ სწავლას, განქორწინდებით, დაკარგავთ სამსახურს ან წააგებთ. ადამიანები ძალიან დაკავებულნი არიან საკუთარი პრობლემებით. უფრო ხშირად, ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსები. აქედან გამომდინარე, თქვენ კვლავ უნდა სცადოთ წარმატების მისაღწევად. და ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ სხვების აზრებისა და უსიამოვნო შეფასებების არ შეგეშინდებათ.