11 მტკივნეული ფრაზა, რომელსაც ნარცისი დედა ყველაზე ხშირად ამბობს
- 02.10.2021
დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და მტკივნეული - ასე შეიძლება აღიწეროს ნარცისი დედების ლექსიკა. ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ საკუთარი შვილი. ასეთი დამოკიდებულება, ძალიან ხშირად, ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და მოგვიანებით, თვითშეფასების სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
რა ტოქსიკური მნიშვნელობა იმალება ერთი შეხედვით უბრალო ფრაზებში?
1. „შენ ძალიან მგრძნობიარე ხარ“ - ეს ნიშნავს, რომ „მე არ ვაპირებ პასუხისმგებლობის აღებას იმ ტკივილზე, რაც ჩემმა სიტყვებმა მოგაყენა. ჩემთვის ბევრად მარტივია ვიფიქრო, რომ პრობლემა შენშია“.
2. „მე ეს არ მითქვამს“ - ეს ნიშნავს, რომ „თუ შენ მაინც ამტკიცებ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი იმ ტკივილზე, რაც ჩემი სიტყვებით მოგაყენე, უბრალოდ ვიტყვი, რომ მე მსგავსი არაფერი მითქვამს“.
3. „მე მხოლოდ დახმარება მინდა“ - ეს ნიშნავს, რომ „მე დავარღვევ შენს პირად საზღვრებს და როცა მომინდება მაშინ გაგაკრიტიკებ. თუ არ გესმის მსგავსი დამოკიდებულება როგორ უნდა დაგეხმაროს, ეს შენი პრობლემაა“.
4. „ამას შენივე სასიკეთოდ ვაკეთებ“ - ეს ნიშნავს, რომ „მე შენზე უკეთ ვიცი რა გჭირდება. ეს მაძლევს უფლებას გავაკეთო ის, რაც მინდა, თუნდაც ეს შენთვის მტკივნეული იყოს“.
5. „ამას დედის გარდა არავინ გეტყვის“ - ეს ნიშნავს, რომ „მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ შენი დედა ვარ, თავს უფლებას ვაძლევ, გითხრა ის, რაც მინდა“.
6. „უბრალოდ, ვიხუმრე“ - ეს ნიშნავს, რომ „დაიმახსოვრე - მე შენი დედა ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია გავაკეთო ის, რაც მინდა. და თუ ჩემმა კომენტარმა გაწყენინა, მაშინ პრობლემა ჩემში კი არ არის, არამედ შენშია“.
7. „დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის, რისი თქმაც გინდოდა“ - ეს ნიშნავს, რომ „მე არ მაინტერესებს არც ერთი შენი სიტყვა, თუ მათ არ ვეთანხმები“.
8. "ბოდიში, მაგრამ შენ ..." - ეს ნიშნავს, რომ „მე ბოდიშს არ მოვიხდი, ყველაფერს ისევ შენ დაგაბრალებ“.
9. „რა გემართება?“ - ეს ნიშნავს, რომ „მე არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ ან აკეთებ - რადგან შენ ასე იქცევი, ე.ი. რაღაც უნდა გჭირდეს“.
10. „სამწუხაროა, რომ ასე მოიქეცი“ - ეს ნიშნავს, რომ „ყველა ის უარყოფითი გრძნობა, რაც ჩემ გამო გაქვს, შენი პასუხისმგებლობაა და არა ჩემი“.
11. „ინანებ, როცა მე აღარ ვიქნები“ - ეს ნიშნავს, რომ „ან გაჩუმდები, ან ისე მოიქცევი როგორც მინდა. სხვა შემთხვევაში შეგახსენებ, რომ როცა მოვკვდები, მოგენატრები“.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები