LIFE

არასოდეს განსაჯოთ სხვა ადამიანი, რადგან არ იცით, ის რას განიცდის

არასოდეს განსაჯოთ სხვა ადამიანი, რადგან არ იცით, ის რას განიცდის

ყველას გვქონია ცუდი ურთიერთობა სხვა ადამიანთან. შესაძლოა, ის უხეშად მოგვექცა, უპატივცემულობა გამოხატა ან უბრალოდ რაღაც მნიშვნელოვანი დაავიწყდა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, უარყოფითად ვაფასებთ ადამიანს და ვაგრძელებთ ცხოვრებას. მაგრამ ეს შეფასება, ხშირად, უსაფუძვლოა...

პირველ რიგში, თითოეული ადამიანი განსხვავებულია. ის, რაც ზოგიერთისთვის ნორმალურია, სხვისთვის, შესაძლოა უპატივცემულობის და უზრდელობის გამოხატულება იყოს. ეს განსაკუთრებით ხშირია, თუ ადამიანები სხვადასხვა კულტურებიდან არიან. მაგრამ ერთი კულტურის ადამიანებიც კი, სხვადასხვა ოჯახში იზრდებიან და შესაბამისად, მათ განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ. 

ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი ჩვენს შეურაცხყოფას ცდილობდა. ხშირად ეს გაუგებრობის შედეგია: ზოგჯერ, ადამიანი შეიძლება უხეშად მოგექცეთ, მაგრამ ეს არ ასახავს ვინ არის ის. ადამიანები, რომლებიც ღრმად ემოციურები არიან, იმაზე ნაკლებ ყურადღებას გამოხატავენ, ვიდრე ჩვენ გვსურს. ხოლო ის ადამიანი, რომელსაც სტრესშია, შეიძლება ძალიან უხეში იყოს...

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ მათ ცუდ ქცევებს. მაგრამ პიროვნების ქცევა, ძირითადად მხოლოდ იმ სიტუაციას ასახავს, რომელშიც ის იმყოფება. განსაკუთრებით კი, თუ ეს, რაღაც ემოციურად აღმაშფოთებელ ქცევას ეხება. 

კიდევ ერთი რამ, რაც გვაიძულებს ადამიანის შეფასებას, არის ის, თუ როგორ გამოიყურება ის. მაგრამ გარეგნობა არ არის მუდმივი. ადამიანი შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს, რადგან ახლახან შეიტყო ცუდი ამბავი; რადგან ახლახანს ჩამოვიდა დამღლელი მოგზაურობიდან; რადგან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა ან ემოციური სტრესი გადაიტანა. 

მაშინაც კი, თუ ადამიანი ცუდად გამოიყურება, ეს ნამდვილად არაფერს გეუბნებათ მის ხასიათზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ის არ არის მოდური, თუ ყოველთვის პრაქტიკულ ტანსაცმელს ატარებს, მაგრამ ამასთან, ეს არ გვეუბნება, თუ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს მისგან.

როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ ადამიანის ერთ ქცევაზე, შეიძლება ვცდებით. რადგან ჩვენ არასდროს ვიცით, თუ რას განიცდის სხვა ადამიანი. 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ვალდებულები კარგად მოვექცეთ მას, ვინც ჩვენს მიმართ საშინლად იქცევა. მაგრამ, უმჯობესია არ განვსაჯოთ, არ განვიკითხოთ და მას კიდევ ერთი, სამართლიანი შანსი მივცეთ. 

თანაგრძნობა გააძლიერებს თქვენს კომუნიკაციურ უნარებს, ხოლო ნაკლები განსჯა დაგეხმარებათ გაიცნოთ სხვა ადამიანის ნამდვილი „მე“. 

გაგიკვირდებათ, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია შემოგთავაზოთ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე პირველი ცუდი შთაბეჭდილებაა და უბრალოდ, გაამდიდროს თქვენი ცხოვრება.