ჰოროსკოპი

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-12 ადგილი - ტყუპები

ეს არის ქმარი, რომელიც თითქოს არის, მაგრამ იმავე დროს არ არის. თან არ არის მაშინ, როცა ძალიან გჭირდება, როცა არ გჭირდება - აი, ის სულ შენია. თავისი ყველა თანხლები სიხარულით, თამაშის დროს დადებული ვალებით, ხუთდღიანი ლოთობითა და ფეხმძიმე საყვარლით. მოკლედ ამ კოშმარის ატანა ქმრის სახით შეიძლება მხოლოდ 3 მიზეზით:

1) ის განუმეორებელია სექსში

2) ის ძალიან ჭკვიანი და გონებამახვილია,

3) ის განუმეორებელია სექსში. დიახ, ის ორმაგად განუმეორებელია!

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-11 ადგილი - თევზები

თუ ქმარ-თევზებს რაღაც სურთ, დაუყონებლივ უნდა შეუსრულოთ. მას კი დაუოკებელი სექსი, საჭმელი და დედა უნდა. თანაც ერთდროულად. სწორედ რომ ვთქვათ, თევზებთან ასეც უნდა იცხოვროთ - იყოთ მისთვის მზრუნველი დედიკო. მეორეს მხრივ, მსოფლიოში არ არსებობენ ქმრები, რომლებიც საკუთარი ცოლების ასეთი ერთგულები არიან, როგორც თევზები. გაგდებაც რომ მოინდომო - ვერ გააგდებ.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე -10 ადგილი - მშვილდოსანი

მშვილდოსანი - იდეალური ქმარია: რომანტიკული, მაგრამ პრაქტიკული, მამაკაცური, მაგრამ ნაზი, შესანიშნავი საყვარელი და მზრუნველი მამა, მასთან ცხოვრება ადვილია და სასიამოვნო. თუ, რა თქმა უნდა, დახუჭავთ თვალებს და ყურებში ბამბას გაიკეთებთ. ამბობენ, რომ მშვილდოსნების ცოლები იმასაც კი ახერხებდნენ, რომ საკუთარ ლოგინში არ შეამჩნიონ ქმრის საყვარლები. მართალია, ადრე თუ გვიან, მშვილდოსანი მაინც გადაწყვიტავს, რომ ძალიან მოსწყინდა და კიდევ ერთხელ დაქორწინდება.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-9 ადგილი - მორიელი

ქმარი-ტირანი. არსებობს ორი აზრი: მისი და არასწორი. თუ რამე არ მოეწონება ცოლს ჯოჯოხეთს მოუწყობს, თუ ის ყველაფერში ეთანხმება, მაშინ სამოთხე გარანტირებული აქვს. სინამდვილეში საკმარისი არ არის ყველაფერში დაეთანხმო, ეს თან შთაგონებით უნდა გააკეთო, თეატრალურად.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-8 ადგილი - კირჩხიბი

სანიმუშო-საჩვენებელი ქმარია, პასუხისმგებელი მეუღლე და მამა. ცოლს ხელისგულზე ატარებს და ანებივრებს საჩუქრებით. მართალია, მხოლოდ ხალხში. სახლში დაეცემა დივანზე, გახსნის ლუდს, ჩართავს ტელევიზორს და უსარგებლო გოგრად იქცევა. თუ გოგრა დივანზე არ ნებივრობს, ესე იგი სადღაც გადაუხვია. მაგრამ, ცოლი ამის შესახებ ვერასოდეს გაიგებს - ამას კირჩხიბს ვერ წაართმევ.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-7 ადგილი - ვერძი

მოჩხუბარი, ეგოისტი და მფლანგველია. მისი საყვარელი დივანის ქვეშ შეიძლება იპოვო არა მხოლოდ ჭუჭყიანი წინდა, არამედ წინა დღის გაცნობილი „ნაბახუსევი“ მეგობარიც. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ვერძის სახლში დატოვება ბავშვებთან და კატასთან ერთად, იმიტომ რომ ვერ შეძლებენ გაყინული პელმენების ღრღნას. სამაგიეროდ ვერძი დარწმუნებულია, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო ცოლი ჰყავს და ყველას უყვება ამის შესახებ.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-6 ადგილი - მერწყული

საპატიო ცენტრალური ადგილი ერგო მერწყულს. ის არაფერს ითხოვს და არანაირ უხერხულობას არ გიქმნის: მოაქვს მოკრძალებული ხელფასი, ამთავრებს გუშინწინდელ ბორშს და უსიტყვოდ რეცხავს კატის თეფშს. რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს კარგავს მსუბუქ ხასიათსა და იუმორის გრძნობას.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-5 ადგილი - კურო

ერთგული და მზრუნველი ქმარია. ყველაფერი ოჯახისთვის უნდა - ძვირფასი ცოლისთვისა და საყვარელი ბავშვებისთვის. არასოდეს გიღალატებთ. მშვიდია, თუ არ გამოიყვან მდგომარეობიდან. არ არის მომთხოვნი, მცირედითაც კმაყოფილდება. ერთგული, კეთილი, აუტანლად მოსაწყენი თახვია.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-4 ადგილი - სასწორი

მისტერ რომანტიკა. მნიშვნელობა არა აქვს რამდენი წელი იმყოფება ქორწინებაში, თუნდაც ოცდახუთი - ის მაინც გამოუტყდება ცოლს ყოველდღე სიყვარულში, მიართმევს ლოგინში ყავას და გაანებივრებს სიურპრიზებით. სუპერ-ქმარი, რომელსაც შეუძლია აქციოს ცოლის ცხოვრება რომანტიკულ ზღაპრად. აი, თეფშის გარეცხვას კი, როცა შეჭამს, ვერასოდეს ისწავლის.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-3 ადგილი - თხის რქა

საპატიო მესამე ადგილი ერგო თხის რქა - მამაკაცს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად, თუ გაგიმართლებს და მას შეხვდები. თხის რქა - მამაკაცური ღირსებების მოსიარულე ნაკრებია: ჭკვიანი, პატიოსანი, კეთილი. ერთადერთი ნაკლი აქვს - მას არ უნდა ცოლის მოყვანა. მაგრამ თუ ეს გააკეთა, ჩათვალეთ, რომ გყავთ პირადი სუპერ-გმირი. ადამიანი-სტაბილურობა.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

მე-2 ადგილი - ლომი

ქმარი-მფარველი. ლომები ძირითადად ქორწინდებიან ლამაზმანებზე - ან ქალებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაარწმუნონ ისინი, რომ იშვიათი სილამაზე აქვთ. ლომი ზრუნავს ცოლზე, ანებივრებს საჩუქრებით. მართალია, ამისათვის ცოლს მოუწევს მუდმივად ადიდოს ლომი. თუ ის დროულად არ შეაქე - ჭკნება, როგორც ყვავილი უწყლოდ. თუმცა, ამაშია ოჯახური ბედნიერება?

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?

1-ლი ადგილი - ქალწული

ქმარი-ქალწული ჭკვიანი, მოხდენილი და შესანიშნავად აღზრდილია. კარგი ანაზღაურება აქვს, მშვენივრად ამზადებს და ყველაზე კარგად უვლის ჩვილებს. ქმარი-ქალწული - საიმედო პარტნიორია, რომელიც არასოდეს გიღალატებთ, ყურადღებიანი და ნაზი საყვარელია, საუკეთესო მეგობარი. ახლა კი - საშინელი სიმართლე: უსაზღვრო შინაგანი კეთილშობილობის გამო, ქალწული ხშირად არ აკეთებს სწორ არჩევანს, რადგან ფიქრობს, რომ მის გარეშე ის დაიღუპება.

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის საუკეთესო?



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>