თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი გღალატობთ, მაშინ მის ხმას დააკვირდით
- 25.11.2021
ბევრი ჩვენგანისთვის ღალატი ის მოვლენაა, რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია.
რაც არ უნდა იყოს მიზეზი - ჩვენი წარსული გამოცდილება, განქორწინების ზრდადი მაჩვენებელი თუ ღალატის სტატისტიკა - ღალატი არ არის ის, რისი გადატანაც რომანტიკულ ურთიერთობებში გვსურს...
შესაძლებელია კი წინასწარ განვსაზღვროთ, არის თუ პარტნიორი მოღალატე?
სამწუხაროდ, შეუძლებელია რაღაც ჯადოსნური მეთოდებით განვასხვავოთ მოღალატე და ერთგული ადამიანები. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ ჩვენი ყველა პრობლემა მოგვარდებოდა...
თუმცა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ არსებობს გზა, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ, არის თუ არა ვინმე ღალატისკენ მიდრეკილი... და ეს მის ხმაზეა დამოკიდებული!
2011 წელს ჩატარებულმა კვლევის მიხედვით, მატყუარას გამოჭერის საუკეთესო გზა, მისი ხმის ტემბრზე დაკვირვებაა.
კანადის უნივერსიტეტის მკვლევარი, ჯილიან ო'კონორი: „ცხადია, ხმის ტემბრის გარდა, მნიშვნელოვანია სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი ღალატის რისკსა და ჰორმონების დონეს შორის, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში“.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 120-მა მამრობითი და მდედრობითი სქესის მონაწილემ. მათ სთხოვეს, გამოეთქვათ ხმოვანი ბგერები სხვადასხვა ტემბრით. ამის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს, რომელი ხმები აღმოჩნდა მათთვის ყველაზე მიმზიდველი და რომელი ხმა შეიძლება ეკუთვნოდეს პოტენციურ მოღალატეს.
გოგონები მამაკაცების დაბალ ხმის ტემბრს ტყუილს უკავშირებდნენ, ხოლო ბიჭებისთვის, ქალის მაღალი ხმა იყო მოღალატის ინდიკატორი. ახლა კი, ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეუძლია ხმამ ზუსტად გამოავლინოს მოღალატეა თუ არა, ეს ადამიანი.
მკვლევრები თვლიან, რომ ადამიანის ხმის სიმაღლე დაკავშირებულია სქესობრივ ჰორმონებთან და რაც უფრო მეტი ტესტოსტერონი აქვს მამაკაცს, მით უფრო დაბალია მისი ხმა; და, თავის მხრივ, რაც მეტი ესტროგენი აქვს ქალს, მით უფრო მაღალია მისი ხმა.
და რაც უფრო მეტი სქესის ჰორმონი აქვს ადამიანს, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის მოღალატეა...
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხმა დაგვეხმარება იმის გარკვევაში, იქნება თუ არა ის შესანიშნავი მშობელი.
როგორც ო'კონორი ამბობს: „ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევოლუციური ისტორიის გათვალისწინებით - ღალატი ნიშნავს, რომ ადამიანი რისკავს იმ შვილის აღზრდას, რომელიც მისი არ არის და ამასთან, კარგავს გენეტიკურ რესურსებს."
ასე რომ, ხმაზე დაკვირვება გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად გამოგადგებათ, რადგან ო'კონორი განმარტავს:
„ეს საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ მეწყვილე, რომელიც, სავარაუდოდ, ერთგულია და გვექნება გარანტია, რომ მისი შვილი, ნამდვილად ჩვენია“.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, ღალატი, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია