გამოკითხვაში სხვადასხვა ქალაქების 27 ათასი მოსახლე მონაწილეობდა. რეიტინგში კი გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დასაქმება, ხარჯები და უსაფრთხოება. თითოეულ ქალაქს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები - არსად არის სრულყოფილი ცხოვრება, მაგრამ ის ქალაქები, რომლებიც რეიტინგში მოხვდნენ, მსოფლიოს სხვა ქალაქებზე წინ არიან ცხოვრების პირობებით.

აღმოაჩინეთ თქვენთვის საუკეთესო ქალაქები მსოფლიოში და დაფიქრდით, თქვენ სად იცხოვრებდით სიამოვნებით?

37. ბანკონგი, ტაილანდი

36. სტამბოლი, თურქეთი

35. ბუენოს აირესი, არგენტინა
34. მოსკოვი, რუსეთი
33. რომი, იტალია
32. იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
31. სან პაულო, ბრაზილია

30. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი

29. ბუდაპეშტი, უნგრეთი
28. პარიზი, საფრანგეთი
27. პეკინი, ჩინეთი
26. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

25. მაიამი, აშშ

24. სინგაპური, სინგაპური
23. მილანი, იტალია
22. ბოსტონი, აშშ
21. ლისაბონი, პორტუგალია

20. ჰონგ კონგი, ჩინეთი

19. მეხიკო, მექსიკა
18. მადრიდი, ესპანეთი
17. შანხაი, ჩინეთი
16. სიდნეი, ავსტრალია

15. მელბურნი, ავსტრალია

14. ბარსელონა, ესპანეთი
13. ლონდონი, ინგლისი
12. ჩიკაგო, აშშ
11. ლოს ანჯელესი, აშშ

10. ტოკიო, იაპონია

ტოკიოს მდიდარია თავისი კულტურით, ხელოვნებიდან დაწყებული მოდამდე, საკვებითა და დიზაინის ინოვაციებით დამთავრებული. თქვენ შეგიძლიათ წლების განმავლობაში იცხოვროთ იქ და ბოლომდე ვერ შეისწავლოთ ქალაქი. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უმაღლეს დონეზეა და მსოფლიოში ამ კუთხით წამყვან ადგილს იკავებს.

9. პორტო, პორტუგალია

იდეალური ქალაქი მათთვის ვისაც ფესით სეირნობა უყვარს. პორტოში მოწყობილია საჯარო სივრცეები. უალამაზესი მოედნები, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება. ქუჩებში სიარულისას კი აუცილებლად იგრძნობთ თავს სახლში. პორტოში განვითარებული ინფრასტრუქტურა ველომოყვარულთათვის, რამაც ის პროგრესულ ქალაქად აქცია.

8. თელ-ავივი, ისრაელი

ეს არის საკურორტო ქალაქი მსოფლიო დონის პლიაჟითა და გლობალური ტექნოლოგიების ცენტრით. აქ შეგიძლიათ დატკბეთ განსაცვიფრებელი ხედებით, გემრიელი საკვებით, ხელოვნებითა თუ კულტურით.

7. პრაღა, ჩეხეთი

ისტორიული ქალაქი ზღაპრული არქიტექტურითა და ძველი, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. ქალაქი მოსახერხებელია ფეხით მოსიარულეთათვის. პრაღა ასევე ითვლება უკიდურესად სუფთა ქალაქად, რომელიც საკმაოდ მოწესრიგებულია. ეს ქალაქი თქვენთვისაა თუ არასოდეს მოგბეზრდებათ ისტორიული ადგილებისა და დიდი კულტურული ძეგლების მონახულება.

6. მონრეალი, კანადა

მონრეალში ცხოვრება ნიშნავს იყო ნამდვილი საზოგადოების ნაწილი, რადგან ეს ქალაქი ცნობილია თავისი ინკლუზიური და მიმღებლური სულით. ამ ქალაქს აქვს ყველაფერი, რაც თანამედროვე ინოვაციურ საზოგადოებას ეხება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს მეგობრულ და კრეატიულ ატმოსფეროს. ამ მიზეზით, მრავალი მუსიკოსი, მხატვარი და პოეტი მას წლების განმავლობაში უწოდებდა სახლს.

5. ნიუ იორკი, აშშ

მართალია, ნიუ-იორკი უზარმაზარი და ხმაურიანი მეგაპოლისია, მაგრამ აქ ცხოვრება ნიშნავს, რომ გვერდს უვლით თქვენთვის არასასურველ ადამიანებთან ცხოვრებად და ყოველთვის იპოვით საზოგადოებას თქვენთვის. ეს არის ქალაქი, რომელსაც არ სძინავს. აქ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში რაზეც გიოცნებიათ.

4. კოპენჰაგენი, დანია

საიდუმლო არ არის, რომ დანია ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა მსოფლიოში და კოპენჰაგენი შეიძლება ჩაითვალოს ბედნიერ და მშვიდ ქალაქად. აქ ცხოვრება ნიშნავს ცხოვრების მაღალ ხარისხს.

3. მანჩესტერი, ინგლისი

მუსიკალური ლეგენდების ქალაქი, განსაცვიფრებელი არქიტექტურა და მხიარული, მეგობრული კულტურით. ამ მულტიკულტურულ ქალაქს შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ ის არის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ცოცხალი ქალაქი თითქმის ათი წლის განმავლობაში. აქ არის ბევრი რესტორნები და განვითარებულია ღამის კულტურა. რაც ნიშნავს, რომ ეს არის ახალგაზრდა ქალაქი და იდეალურია სტუდენტებისთვისა კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი ადამიანებისთვის.

2. ამსტერდამი, ნიდერლანდები

მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამი ნიდერლანდების დედაქალაქია, ის მაინც შედარებით პატარაა, ვიდრე სხვა ევროპული დედაქალაქები, როგორებიცაა პარიზი ან რომი. სწორედ ეს ანიჭებს მას მშვიდ და გამორჩეულ ატმოსფეროს, რომელიც ძნელია იპოვოთ სხვა დედაქალაქებში. აქ ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ქალაქის ობიექტების უპირატესობებით, და ამავე დროს ისიამოვნოთ ადგილობრივი სამეზობლო ბაზრებითა და სასადილოებით.

1. სან ფრანცისკო, აშშ

ეს არის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი მსოფლიოში. ის ნებისმიერი ადამიანი კომფორტულად იგრძნობს თავს. აქ გელოდებად შესანიშნავი კლიმატი, კარგი კარიერული შესაძლებლობები და მისი ინკლუზიური დამოკიდებულების გამო, ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი სან-ფრანცისკოში.