თუ გსურთ კომუნიკაციის პირველივე წუთებიდან შექმნათ კარგი შთაბეჭდილება სხვებზე, ყურადღება მიაქციეთ ფრაზებს, რომელიც მიუთითებს თქვენი თვითშეფასების დონეზე.
"მე არაფერი გამიკეთებია - უბრალოდ გამიმართლა"
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს არ შეუძლია მიიღოს მის მიმართ ქება ან ადეკვატურად აღიქვას საკუთარი დამსახურება. თუ კომპლიმენტზე უპასუხებთ: „მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ გამიმართლა“ - ამით აჩვენებთ, რომ თქვენ გაქვთ შიშები, დაუცველობა და ეჭვები თქვენს ღირებულებასა და მნიშვნელობაზე.
როდესაც ადამიანები გაქებენ ან კომპლიმენტებს გეუბნებიან, თავაზიანად გადაუხადეთ „მადლობა“.
„ყველაფერი ჩემი ბრალია"
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს უყვართ დანაშაულის გრძნობა. ყველა ადამიანს აქვს ნაკლოვანებები, სიტუაციებიც განსხვავებულია - და ეს არ არის დამოკიდებული ინტელექტზე ან შესაძლებლობებზე.
თვითკრიტიკის ნაცვლად, შეეცადეთ გამოიტანოთ დასკვნები და გაიგოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სიტუაცია არ განმეორდეს. ვერავინ იქნება ყოველთვის სრულყოფილი. როგორც ამბობენ, უშეცდომოა მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.
"ან სრულყოფილება ან არაფერი"
შინაგანი პერფექციონიზმი ხელს უშლის სიამოვნების მიღებას თქვენი სამუშაოს შედეგებით. ის გამუდმებით „ამბობს“, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო. შეიკავეთ თავი ასეთი ფრაზისგან, ჩაანაცვლეთ ის ალტერნატიული ჯანსაღი ვარიანტით: „არაფერია იდეალური, მთავარია საქმე კარგად შევასრულო”.
"ძალიან გვიანია ჩემთვის"
დაბალი თვითშეფასება ამცირებს საკუთარი შესაძლებლობების ნდობას. თქვენ ვერც ამჩნევთ, როცა ამ ფრაზას ამბობთ, როგორ იკეტებით გალიაში.
უთხარით საკუთარ თავს, რომ თანამედროვე სამყაროში არ არსებობს გვიანი ასაკის კონცეფცია - "სანამ ცოცხალი ვარ, არაფერია გვიანი".
ახლა ყველას შეუძლია შეიცვალოს პროფესია, ისწავლოს რაიმე ახალი, იმოგზაუროს და იცხოვროს სავსე, საინტერესო ცხოვრებით.
"მე უიღბლო ვარ"
როდესაც თქვენ ამბობთ ამ ფრაზას, თქვენ ამზადებთ საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის და რაც უფრო ხშირად გააჟღერებთ ამას, მით დაბალია თქვენი თვითშეფასება და ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
შეცვალეთ ეს ფრაზა და უთხარით საკუთარ თავს: „მე ვეცდები, რომ ეს გავაკეთო, პირველად თუ არა, მეორედ გამომივა“, „მე საუკეთესოს ვიმსახურებ“.
"არავის ვჭირდები"
დაბალი თვითშეფასება არ აძლევს ადამიანს ნორმალური ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარების საშუალებას, რადგან ღრმად არის დარწმუნებული მისი მოთხოვნის ნაკლებობაში. თუ გეჩვენებათ, რომ არავის სჭირდებით, თუ მუდმივად აძლევთ უფლებას სხვებს, ილაპარაკონ თქვენზე დამამცირებელი ტონით, ეს აშკარად „ყვირის“ თქვენი ღირებულების მიუღებლობაზე.
როდესაც კიდევ ერთხელ მოგინდებათ ტკივილით და სასოწარკვეთილებით წარმოთქვათ ასეთი ფრაზები, გაიხსენეთ რამდენი ქალი დაქორწინდა განქორწინების შემდეგ, თუნდაც 4 შვილით, რამდენმა იპოვა კარგი სამსახური ხანგრძლივი დეკრეტული შვებულების შემდეგ და დაიწყო კარგად ცხოვრება.
ხმამაღლა უთხარით საკუთარ თავს ეს ფრაზები: "მე მნიშვნელოვანი ვარ მათთვის, ვისაც ვჭირდები“.
"რას იფიქრებენ სხვები?"
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სხვისი აზრი. თუ გულმოდგინედ ერიდებით კონფლიქტებს, გეშინიათ საკუთარი თვალსაზრისის დაცვა, უკანა პლანზე დგებით და სხვებს მეტად მნიშვნელოვნად თვლით, მაშინ შეცვალეთ ეს მიდგომა და შესძახეთ თავს: „მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის სასარგებლო და ღირებულია“.
ყოველთვის დააკვირდით თქვენს ფრაზებს, გჯეროდეთ, სიტყვას დიდი ძალა აქვს, შეცვალეთ თქვენი ფიქრები, აზრები და თქვენი თვითშეფასება თანდათან ამაღლდება და ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება.
თემები: კრიტიკა, ზედმეტი ფიქრი