რა მოხდება, თუკი სახეს მხოლოდ წყლით დაიბანთ? - 5 მიზეზი, რატომ უნდა შეწყვიტოთ სახის გამწმენდის გამოყენება დღესვე
- 20.01.2022
ყველა ქალს სურს მბზინავი, გლუვი კანი. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ვყიდულობთ ასობით კანის მოვლის პროდუქტებს: გამწმენდი, დამატენიანებელი, ტონერი, ნიღაბი, შრატი, ზეთი... მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვრჩებით, როდესაც კრემი, რომელზეც იმედს ვამყარებდით, მთლიანად ანადგურებს ჩვენს კანს.
გინდ დაიჯერეთ თუ არა, მაგრამ სახის კანის მოვლაში არსებობს ერთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც ყველაზე სასარგებლოა: ტრადიციულად, ესაა უბრალო წყალი.
1. თქვენი კანი გახდება გლუვი
გამწმენდი საშუალებები, როგორც წესი აშრობენ კანის ზედაპირს და აცილებენ ბუნებრივ ცხიმებს. სწორედ ესაა სიმშრალისა და ქავილის მიზეზი. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი დაჭიმული ან შეწითლებულია, ცოტა ხნით დაივიწყეთ გამწმენდი საშუალებები და სახე მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ. თქვენი კანი მადლიერი დარჩება!
2. თქვენ გექნებათ ნაკლები გამონაყარი
შეიძლება ფიქრობთ, რომ გამწმენდი საშუალება გეხმარებათ ცხიმის მოშორებაში. მაგრამ სინამდვილეში ის საპირისპიროს აკეთებს. როდესაც თქვენი კანი დეჰიდრატირებულია, ის ავტომატურად გამოიმუშავებს მეტ ცხიმს. შედეგად, ფართოვდება ფორები და ჩნდება გამონაყარი. ამის საპირისპიროდ, ცივი წყალი ამცირებს ცხიმის (ზეთის) გამომუშავებას და აქრობს ანთებით პროცესებს.
3. თქვენი კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება
დიახ, ცივი წყალი ატონიზირებს კანს და ანელებს დაბერების პროცესს. ამიტომ, უარი თქვით ცხელი წყალის გამოყენებაზე!
4. თქვენ არ გექნებათ ალერგიული რეაქციები
მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის, სათანადო გამწმენდის პოვნა ნამდვილი გამოწვევაა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გზა არსებობს იმის გასარკვევად, მოგიხდებათ თუ არა ეს პროდუქტი: შეამოწმეთ იგი თქვენს კანზე. ძიების პროცესში კი, ალერგიული რეაქცია და გაღიზიანებული კანი, ეს უბრალოდ ყოველდღიურობააა...
5. თქვენი კანი კარგად დაისვენებს
მაკიაჟი და სილამაზის სხვა პროდუქტები უარყოფით გავლენას ახდენენ სახის კანის ზოგად მდგომარეობაზე. როდესაც წყალზე გადახვალთ, თქვენ კანს მისცემთ უფლებას შეისვენოს და გააკეთოს თავისი საქმე ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე.
მაგრამ, რა მოხდება, თუ საერთოდ შეწყვეტთ სახის დაბანას?
შედეგი დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე. თუ ის მშრალია, მაშინ შეამჩნევთ, რომ კიდევ უფრო გამოშრება. ხოლო, თუ თქვენი კანი ცხიმიანია, ფორები ჩაიკეტება და დაგროვებული ცხიმის წყალობით, აკნე წარმოიქმნება.
თემები: სახის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, სილამაზე, წყალი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია