LIFE

კარგად ყოფნის ხელოვნება: როგორ უნდა ვიყო კარგად მაშინ, როდესაც არაფერი არ არის კარგად?

კარგად ყოფნის ხელოვნება: როგორ უნდა ვიყო კარგად მაშინ, როდესაც არაფერი არ არის კარგად?

ღმერთო, მომეცი სიმშვიდე, რომ მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და სიბრძნე, რომ გავიგო განსხვავება...

მომეცი გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რაც უნდა შეიცვალოს; სიმშვიდე, რომ მივიღო ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია და ჭკუა, რომ განვასხვავო ერთი მეორისაგან...

1. თუ რამის შეცვლა შეუძლებელია, ისწავლეთ მისი მიღება

მიღება ხშირად პროცესია და არა მხოლოდ ერთი ნაბიჯი. მაგრამ ეს გულისხმობს არჩევანის გაკეთებას, რომ „აი, ამ ფაქტს მივიღებ ისე, როგორც არის“. თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ შეგვეძლება გავთავისუფლდეთ ფუჭი ფიქრისგან და გადავერთოთ იმაზე, რისი შეცვლაც რეალურად შეგვიძლია.

მაგალითად, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ პარტნიორს ვერ შევცვლით, თავისუფლად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, დავრჩეთ ურთიერთობაში თუ ვიპოვოთ განსხვავებული ადამიანი. მაგრამ ჩვენ არ დავკარგავთ დროს იმაზე ფიქრში, თუ რას ვაკეთებთ არასწორად და რატომ არ იცვლება ჩვენი პარტნიორი.

2. აზრი არ აქვს საკუთარი თავის დადანაშაულებას იმაში, რასაც ვერ შეცვლით

ბევრი ადამიანი განიცდის დანაშაულის გრძნობას, სირცხვილსა და წუხილს, რომელიც დაკავშირებულია ცვლილების მოთხოვნილებასთან. საზოგადოება ხშირად გვაიძულებს ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

მაგალითად, პარტნიორის ქცევაზე, ჯანმრთელობის ზოგიერთ პრობლემაზე ან სხვა საკითხებზე. ამიტომ აუცილებელია ვაღიაროთ, რომ არის საკითხები, რაც ჩვენს კონტროლს სცილდება და შევწყვიტოთ საკუთარი თავის დადანაშაულება.

ეს არის განმათავისუფლებელი გამოცდილება, რადგან ჩვენ შევძლებთ გავათავისუფლოთ ზედმეტი უარყოფითი ემოციებისა და სტრესისგან.

3. ისწავლეთ გაკვეთილი, რომელსაც მოგვიანებით გამოიყენებთ

მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ საკითხი გარდაუვალია, არ ნიშნავს, რომ ის არაფერს გასწავლით. პირიქით, ის დაგეხმარებათ დაინახოთ, თუ როგორ მოიქცეთ მომავალში. ამიტომ, ყოველთვის გააანალიზეთ რა გასწავლათ ამ სიტუაციამ და როგორ ისარგებლებთ ამ გაკვეთილით მომავალში.

მაგალითად, თუ თქვენ დათანხმდით ცუდ სამუშაო პირობებს, რაც მხოლოდ მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინეთ, ეს სიტუაცია გასწავლით სიფრთხილეს - რომ მომავალში ფრთხილად უნდა იყოთ და ყურადღება მიაქციოთ კონტრაქტისა თუ შეთანხმების ყველა პუნქტს.

დაიმახსოვრეთ, თქვენ შესაძლოა ვერ შეცვალოთ სამყარო, სხვა ადამიანები ან თუნდაც საკუთარი თავის ზოგიერთი ასპექტი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დანებდეთ. ჩადეთ თქვენი ძალისხმევა იმაში, რისი შეცვლაც შეგიძლიათ - გააუმჯობესეთ საკუთარი თავი და თქვენი ცხოვრება, იპოვეთ ახალი გადაწყვეტილებები იმ პრობლემებისთვის, რომლებიც თქვენს კომპეტენციაშია. ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ ძალაუფლება და აკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება.

არის რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით და ეს კარგია. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და რაც თქვენი ზეგავლენის ქვეშაა. დანარჩენის მიღება კი, პრაქტიკის საკითხია.