ჯანმრთელობა

ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების 6 საიდუმლო იაპონელებისგან

ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების 6 საიდუმლო იაპონელებისგან

მსოფლიოში იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით პირველ ადგილზეა. შვეიცარიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის დაახლოებით 83,4 წელი, ხოლო იაპონიაში 84,3. თუმცა იაპონურ კულტურაში, მთავარი არა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ჯანმრთელობა და ბედნიერებაა.

1. რაც ცოტა, მით უკეთესი

იაპონელები თვლიან, რომ ჯანსაღი კვების მთავარი წესი, მცირე ულუფების ნელა მიღებაა. ესაა ერთადერთი გზა აღმოაჩინოთ, რეალურად, უკვე დანაყრდით თუ არა. ამიტომ, აირჩიეთ რამდენიმე მცირე ზომის თეფში - ასე, თავიდან აიცილებთ ზედმეტი საკვების მიღებას.

2. შეწყვიტეთ ჭამა, როდესაც 80%-ით დანაყრდებით 

სწრაფი ჭამა არ არის რეკომენდებული, რადგან ტვინიდან დანაყრების სიგნალის გაგზავნას, დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. იაპონელებმა იციან ეს ფაქტი და იყენებენ ერთ მარტივ წესს - ჭამეთ მანამ, სანამ 80 პროცენტი არ იქნებით დანაყრებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებლად დატოვეთ თქვენი საკვების 20%. არ არის საჭირო დარჩენილი საკვების გადაყრა, უბრალოდ მაცივარში შეინახეთ და მოგვიანებით გამოიყენეთ.

3. მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი ზეთი და 0,9 გრამი მარილი 

ნაგანო იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი რეგიონია. აქ, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 80-87 წელია. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ნაგანოს მაცხოვრებლები დღეში მხოლოდ 0,9 გრამ მარილს და ერთი ჩაის კოვზი ზეთს იყენებენ. 

4. სიარული ჯანმრთელობის საიდუმლოა

დიახ, ცნობილია, რომ იაპონელებს უყვართ აქტიური ცხოვრება. მათი ერთ-ერთი საყვარელი სპორტი სიარულია. მიიჩნევენ, რომ ეს არის ჯანმრთელობის და სიამოვნების ერთობლიობა: „როდესაც სეირნობთ, თან მეგობარს ესაუბრებით, თან ვარჯიშობთ, თან სუფთა ჰაერზე ატარებთ დროს. ეს შესანიშნავი კომბინაციაა“.

5. მიირთვით ტოფუ

ტოფუ იაპონური კვების გამორჩეული ელემენტია. ეს ვეგანური პროდუქტი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს განვითარების რისკს და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას.

6. მიიღეთ ორთქლის აბაზანა ან შხაპი

ორთქლის აბაზანის რიტუალი არა მხოლოდ დამამშვიდებელი აქტივობაა, არამედ კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დამატებით გამოიყენეთ ეთერზეთები, რომლებიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და აკონტროლეთ დრო - წინაღმდეგ შემთხვევაში, გადახურდებით.

ორთქლის პროცედურებისა და საუნის იდეალური ტემპერატურის საუკეთესო მაჩვენებელია თქვენი საკუთარი სხეული. დაიმახსოვრეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს სასიამოვნო უნდა იყოს!