უახლესი კვლევის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ - მთავარია, შენ როგორ აღიქვამ საკუთარ ასაკს
- 09.02.2022
დაბერება ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი პროცესია. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს ძალიან ეშინია დაბადების დღის ტორტზე სანთლების ჩაქრობა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბერება სულაც გონებრივი პროცესია. გამოდის, რომ ასაკი რიცხვი კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს...
რა არის „სუბიექტური ასაკი“?
რამდენი წლისაც არ უნდა იყო რეალურად, მნიშვნელოვანია, თუ შენ რას გრძნობ. ახალგაზრდობის ან ხანდაზმულობის შეგრძნება, ძალიან ბევრს ამბობს პიროვნებაზე. ინდივიდის მიერ აღქმული ასაკი და არა რეალური რიცხვი, ცნობილია როგორც "სუბიექტური ასაკი". ფსიქოლოგების აზრით, ესაა გარდაუვალი დაბერებისგან გამოწვეული სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.
კვლევებით დასტურდება, რომ ის ადამიანები, ვისაც დაბალი სუბიექტური ასაკი აქვთ, ანუ ვინც ახალგაზრდულად გრძნობს თავს, უფრო ექსტროვერტი ხასიათისაა და მზადაა ახალი გამოცდილების მისაღებად. თუმცა, ახალგაზრდა სულის ქონა არ არის უმწიფრობის სინონიმი. ეს ადამიანები, სიბრძნეს ცხოვრებისეული გამოცდილებით იღებენ. განსხვავება ისაა, რომ ისინი ცხოვრებისეულ სიტუაციებზე განსხვავებული პერსპექტივიდან რეაგირებენ.
30 წლის ასაკისთვის, უფრო მეტად გვსურს ახალგაზრდობა
მოზარდობის პერიოდში უმეტეს ჩვენგანს უჩნდება უფრო სწრაფად გაზრდის სურვილი. 13 წლის ასაკში, ჩვენ გვინდა ვიყოთ 30 წლის შემდგარი, ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ადამიანები. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 30 წლის ასაკისთვის, ადამიანების დაახლოებით 70% იწყებს სუბიექტური ასაკის შემცირებას.
როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფინანსები, რომლებიც სტერეოტიპულად დაკავშირებულია ნეგატიურ კონოტაციასთან, ადამიანები, როგორც წესი, რეაგირებენ ისე, თითქოს ისინი უფრო ახალგაზრდები არიან. ესაა მათი რეალური ასაკობრივი ჯგუფისგან დისტანცირების საშუალება.
ახალგაზრდობის ეს გრძნობა მოქმედებს როგორც თავდაცვითი მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, გვაძლევს უფრო ოპტიმისტურ შეხედულებას სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.
რას ამბობს „სუბიექტური ასაკი“ შენი ჯანმრთელობის შესახებ?
ამერიკული ფსიქოლოგების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომ რაც უფრო პატარაა „სუბიექტური ასაკი“, მით უფრო დაბალია სტრესის დონე.
განსხვავებით მათგან, ვინც თავს ხანდაზმულად გრძნობს, ახალგაზრდული სულისკვეთება ნიშნავს უკეთეს კოგნიტურ ფუნქციონირებას, სტრესით გამოწვეულ ნაკლებ ანთებას, ავადმყოფობის გამო ჰოსპიტალიზაციის ნაკლებ რისკს და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
„სუბიექტური ასაკი“ გეხმარება დეპრესიის დაძლევაში
ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ როგორ მცირდება სტრესის დონე „სუბიექტური ასაკის“ კლებასთან ერთად. და ამასთან, როგორც ჩანს, მცირდება დეპრესიის დონეც.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 17 000-ზე მეტი საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანის მონაცემები. მონაწილეთა უმეტესობა თავს რეალურ ასაკზე 8 წლით ახალგაზრდად გრძნობდა თავს. ხოლო დანარჩენები ფიქრობდნენ, რომ რეალურ ასაკზე, დაახლოებით 8-13 წლით უფრო ხანდაზმულები იყვნენ. დიახ, სწორედ ამ ადამიანებში დაფიქსირდა 18%-25%-ით მეტი დეპრესიის ან დეპრესიული მიდრეკილების შემთხვევა.
გონებრივად ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი
„სუბიექტური ასაკის“ კიდევ ერთი საიდუმლო არის ის, რომ აძლიერებს ფიზიკური აქტივობებით მიღებულ სიამოვნებას - ვარჯიში, ახალი ჰობის სწავლა, მოგზაურობა, ცეკვა და ზოგადად მოძრაობა - სწორედ ესაა ბედნიერების საიდუმლო.
ადამიანები, რომლებიც თავს ახალგაზრდულად გრძნობენ, მომავალს ნათელ ფერებში ხედავენ
სხეული მიჰყვება იმ გზას, რასაც გონება აღიქვამს. შესაბამისად, ყველაფერი ისეა, როგორც ადამიანს სურს. თუ თავს არაკომფორტულად, დაუცველად ან დავიწყებულად გრძნობ, უფრო მეტი შანსია იგრძნო, რომ დაბერდი, შესაბამისად კი, გაუარესდეს შენი ჯანმრთელობა!
93 წელი - ეს ცხოვრების ახალი ეტაპია!
ჰელენი 93 წლისაა, რომელიც სოციალურ მედიაში უკეთ ცნობილია, როგორც baddiewinkle. მისი ცხოვრება იმის დასტურია, რომ ახალგაზრდული გონების შენარჩუნება ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოა. ჰელენს არ ეშინია ინსტაგრამზე საკუთარი ცხოვრების გაზიარება, ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უბრალოდ ანათებს!
თემები: ხანგრძლივი სიცოცხლე, საიდუმლო, ხანდაზმული, 100 წლის შემდეგ