ცნობილი ადამიანების შვილების უმეტესობა, პირდაპირ ყურადღების ცენტრში იბადება, მაგრამ მანამდე, ცნობილმა ვარსკვლავებმა, ეს სიახლე მთელ მსოფლიოში უნდა გაავრცელონ...
1. კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი
პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ უკვე მეხუთედ გახდება მამა. ცნობილმა წყვილმა სიახლე ინსტაგრამზე გაავრცელა:
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გული სავსეა სიყვარულით - მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას!“
2. ნიკოლას კეიჯი და რიკო შიბატა
ნიკოლას კეიჯის თაყვანისმცემლებმა ეს სიახლე 6 იანვარს, მსახიობის დაბადების დღის წინა დღეს გაიგეს. მსახიობის თქმით, ის და მისი პარტნიორი, რიკო შიბატა, პირველ შვილს ელოდებიან. ნიკოლას კეიჯისთვის, რომელსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ეს მესამე შვილი იქნება.
3. კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი
შეგახსენებთ, რომ რეპერი ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი უკვე მეორედ გახდებიან მშობლები.
4. კრის პრატი და კეტრინ შვარცენეგერი
კეტრინ შვარცენეგერი ისევ ორსულადაა:
„გასულ წელს, დაახლოებით ამ დროს დედა გავხდი. რა ჯადოსნური წელი იყო! აღფრთოვანებული ვუყურებ ჩემს პატარა გოგონას - როგორ გაიზრდა და შეიცვლა! როგორ მალე დასრულდა ახალშობილობის ეტაპი და სულ მალე, ჩვილის ასაკსაც უკან მოიტოვებს...“
5. ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი
2015 და 2016 წლების მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი პირველი შვილის გასაჩენად ემზადება. აღსანიშნავია, რომ წყვილმა თითქმის მთელი ორსულობა საიდუმლოდ შეინახა.
6. როზი ჰანტინგტონ-უაიტლი და ჯეისონ სტეტჰემი
ეს გლამურული წყვილი მეორე შვილს ელოდება და ის გოგოა! როზიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სურათი და აღნიშნა, რომ #2 რაუნდის დროა!
7. ჯეიმს როტშილდი და ნიკი ჰილტონი
ყველასთვის ცნობილი ნიკი ჰილტონი მესამე შვილს ელოდება. მან ინსტაგრამზე დაწერა:
”ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო, სამობითაა!“
8. რიანა და A$AP Rocky
ამ ამბავს კი ნამდვილად გაიგებდით! წინა კვირაში, A$AP როკიმ და რიანამ, მთელს მსოფლიოს სიამაყით განუცხადეს, რომ სულ მალე, პირველი ბავშვის მშობლები გახდებიან! მრავალწლიანი მეგობრობისა და რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი ნამდვილად ბედნიერია!
თემები: ორსულობა, მშობლები და შვილები, ორსული ვარსკვლავები