სილამაზე

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნომერ პირველი კითხვა, რომელსაც ვისმენდი ყველაგან, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ეს იყო „კანს როგორ უვლი?“ და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, რაც უფრო მემატებოდა ასაკი, ეს კითხვა კიდევ უფრო ხშირად მესმოდა... არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო, მხოლოდ პატარა ხრიკები, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ“.

 

ყოველდღიური აფირმაციებით სწავლობ, როგორ ესაუბრო საკუთარ თავს 

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„ყოველდღიურად ვუმეორებ ჩემს თავს, რომ „მე ახალგაზრდა და უბერებელი ვარ. მე თავგადასავლებით სავსე ცხოვრება მაქვს, ჩემი შვილები ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ყოველთვის.“ როდესაც სწავლობ, თუ როგორ ესაუბრო საკუთარ თავს პოზიტიურად, როგორ გახდე მადლიერი ადამიანი, მაშინ იწყება შინაგანი ტრანსფორმაციის პროცესი, მაშინ ხდები შინაგანად მშვიდი და ლამაზი ადამიანი. ეს ენერგია კი, გარეგნულადაც იგრძნობა. სწორედ ისაა ფიზიკური სილამაზის მთავარი ინგრედიენტი“. 

სილამაზე ისაა, რაც კანქვეშ იმალება

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„როცა პატარა ვიყავი, მაშინ სადღაც მოვისმინე, რომ 25 წლამდე ის სახე გაქვს, რასაც მემკვიდრეობით იღებ, ხოლო 25 წლის შემდეგ ის, რომელსაც იმსახურებ. ეს სიტყვები სრული სიმართლეა - შენ უნდა იყო შინაგანად კარგი და ლამაზი ადამიანი, თუ გინდა, რომ შენი სახე ამას ასახავდეს. შენ ხდები ის, რასაც ფიქრობ და რასაც აკეთებ“.

ზეითუნის ზეთი სასწაულმოქმედია

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„დედაჩემი ამბობდა, რომ ზეითუნის ზეთს ყველაფრის განკურნება შეუძლია. ეს არის საიდუმლო, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებ, რადგან ის ნამდვილად მუშაობს“.

თქვენ გაქვთ ძალაუფლება თქვენს ემოციებზე

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„გიფიქრიათ, თუ როგორ ქმნიან ჩვენი აზრები ჩვენს ცხოვრებას? თუ ნეგატიურად აზროვნებთ, ცხოვრების შესაცვლელად, მხოლოდ ეს ფიქრები უნდა შეცვალოთ. და დანარჩენი, გრძნობებიცა და მოქმედებებიც, თავისით შეიცვლება“.

იყავი შენი თავი

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„მე არასოდეს მინდოდა ვინმეს დამარცხება. უბრალოდ მსურდა, რომ ხალხი ძალიან კმაყოფილი იყოს იმით, რასაც ვაკეთებდი და ამისთვის, საქმეში ჩემს სულსა და გულს ვდებდი. და რა თქმა უნდა, დღემდე ასეა. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ადვილია წარმატების მიღწევა, თუ იცი, რა გინდა და თავს არ კარგავ. ასეა მხატვრულობაშიც, მუსიკაშიც და ფილმებშიც... უნდა იბრძოლო საკუთარი თავისთვის, გული და სული მიუძღვნა იმას, რაც გიყვარს და ასე, წარმატებას მიაღწევ“.

თქვენ არ გჭირდებათ პლასტიკური ქირურგია (მაგრამ ამაში ცუდი არაფერია)

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი დერმატოლოგთან. მან სახის კანის გამწმენდი და მზისგან დამცავი საშუალებები მირჩია. მითხრა, რომ ამ ორი პროდუქტის წყალობით, მაქსიმალურად შევინარჩუნებდი ახალგაზრდობას. მან მასწავლა, რომ მზის დამცავი, ესაა ჯანმრთელი კანის საიდუმლო.

რამდენიმე წლის შემდეგ, სხვა დერმატოლოგთან მივედი. მაშინ, 23 წლის ვიყავი. მან მკითხა: „იცი, რომ აქ პატარა ხაზი გაქვს? ბოტოქსი უნდა დავიწყოთ." ნემსების იდეა ძალიან არ მომეწონა, მაგრამ მეგობარმა მითხრა, რომ კი, ბოტოქსის დრო იყო და ამას ყველა იკეთებდა. მე ასე ვფიქრობდი... უბრალოდ მაინტერესებს რა დამემართებოდა, 23 წლის ასაკში, ბოტოქსს რომ დამეწყო? როგორი ვიქნებოდი ახლა? ალბათ, ჩემი სახე სულ სხვანაირი იქნებოდა“.

ყველაზე მნიშვნელოვანი წესი

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებასაც ყველას მოვუწოდებ, ესაა მზის დამცავი კრემის ყოველდღიური გამოყენება. ის ყველაზე უკეთ დაგიცავთ დაბერებისგან. მას შემდეგ რაც 22 წლის გავხდი, მე ყოველდღიურად ვიყენებ მზის დამცავ კრემს, მაღალი SPF სპექტრით. და ვინ იცის, იქნებ ჩემი საიდუმლოც სწორედ ამაში იმალება... „

ჯენიფერ ლოპესის გულახდილი ინტერვიუ: ბოტოქსი, სპირიტუალიზმი და ყველაფერი, ბედნიერი ცხოვრების შესახებ