სილამაზე

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

თქვენ შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ ფრანგი გოგონების „ბუნებრივი“ ვარცხნილობის მიღმა, პროფესიონალების მთელი ჯარი დგას - იქნებიან ეს სტილისტები, ქოლორისტები თუ უბრალოდ ესთეტიკოსები...

მთავარი საიდუმლო...

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

„ესაა თმის რბილი ბოლოები. როგორიც არ უნდა იყოს ვარცხნილობა, თმა არასოდესაა ერთიანად, გეომეტრიულად გადაჭრილი. ახლა ფრანგ გოგონებს ძალიან მოსწონთ ტექსტურული, ფორმა მიცემული თმის ბოლოები. ეს ესთეტიკა ძალიან ბოჰემური და პოეტურია“.

აბრეშუმივით სწორი თმა? - არა!

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

ფრანგ გოგონებს არ მოსწონთ ულტრა სწორი თმა. უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ ასეთი თმა ძალიან უსიცოცხლოა! ამის ნაცვლად, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ მოძრაობას. ამისთვის კი, ფრანგი გოგონები საათობით დროს უთმობენ თმის იდეალურ არასრულყოფილებას...

„ისინი თავს გვაჩვენებენ, რომ არ აინტერესებთ, მაგრამ რეალურად, სარკის წინ საათებს ატარებენ. ფრანგებისთვის ნამდვილი საშინებელებაა დასწორებული, დაუთოვებული თმა, სწორი ცენტრალური ზოლით და გეომეტრიულად გადაჭრილი ბოლოებით. სწორედ ეს სძულს ფრანგ ქალებს!”

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

რბილი, ბუნებრივი თმის ფერი

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

ფრანგ გოგონები უპირატესობას ანიჭებენ თავისუფალი სტილზე შეღებილ თმას - მათ მოსწონთ მუქი ფერის თმის ძირები და უფრო ღია, ჩამორეცხილი ფერის თმის ბოლოები - ზუსტად ისე, თითქოს მზეზეა გახუნებული!

„თმის ფერს უნდა გააჩნდეს განზომილება და მოცულობა. თუმცა, გრადაცია უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და რბილი“.

ტრადიციული ფრანგული სტილი?

აი, ასეთი ვარცხნილობა აქვთ ნამდვილ ფრანგ გოგონებს!

„ცხადია, ესაა ფარდისებრი ჩოლკები - აჩეჩილი, მოუწესრიგებელი და მაინც სრულყოფილი. ამ შემთხვევაშიც დაივიწყეთ გეომეტრიული ჭრილი. გრძელი თმის კიდეები და მოკლე ცენტრალური ნაწილი, არაფერია ამაზე მეტად ფრანგული და ტრადიციული“.