სტილი

ჯორჯო არმანი უკრაინის ომს ეხმაურება - „მდუმარე შოუ“ მილანის მოდის კვირეულიდან

გუშინ, 27 თებერვალს, ჯორჯო არმანის 2022-23 წლის შემოდგომის ზამთრის შოუზე, მუსიკის ხმა არ გაჟღერებულა. ესაა იტალიელი დიზაინერის ხმამაღალი პასუხი, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე.

დიზაინერის Twitter-ის ოფიციალურ ექაუნთზე ვკითხულობთ: 

„ჩემი გადაწყვეტილება, არ გამოვიყენო მუსიკა შოუზე, არის პატივისცემის ნიშანი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის მონაწილეები არიან“. 

BO-1 Custom embed code

შოუს დასრულების შემდეგ, 87 წლის დიზაინერმა აღნიშნა, რომ:

„საუკეთესო რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაგზავნოთ ხმამაღალი მესიჯი - ჩვენ არ გვსურს არაფრის აღნიშვნა, რადგან ჩვენს ირგვლივ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ხდება“.

BO-10 Custom embed code

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. პროცესებს მთელი მსოფლიოდან ეხმიანებიან ადამიანები, ორგანიზაციები თუ გაერთიანებები. მთელი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. საომარი მოქმედებები, ამ დრომდე გრძელდება. 