სტილი

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

ვინტაჟური გლამური თუ მარადიული ელეგანტურობა, ტრადიციული თეთრი ფერი თუ თამამი პალიტრა - დაათვალიერეთ 2022 წლის საქორწილო კაბების ტრენდები და აირჩიეთ თქვენი ფავორიტი!

1. ვინტაჟური გლამური

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

ეს ძალიან ელეგანტური, ვინტაჟური საქორწილო სტილი კვლავ აქტუალურია. ამ სტილზე არჩევანი, არც მეტი და არც ნაკლები, პრინცესა ბეატრისმა გააკეთა - 2020 წლის ივლისში. როდესაც საქმე საქორწილო კაბას ეხება, ვინტაჟი ისაა, რაც ყველა პატარძალს მაგნიტივით იზიდავს.

2. მაღალყელიანი საქორწილო კაბა

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

მაღალყელიანი კაბა ელეგანტური არჩევანია ნებისმიერი მომავალი პატარძლისთვის. ეს არის კლასიკური სტილი, რომელიც სამეფო პატარძლების ხელწერად გადაიქცა. მეტად პრინცესული იერისთვის, უპირატესობა მიანიჭეთ მაქმანებსა და მარგალიტის ელემენტებს. ხოლო თუ მინიმალისტური ლუქი გსურთ, არც ესაა პრობლემა!

3. ფერადი და თამამი საქორწილო კაბა

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

ვინ თქვა, რომ ქორწილის დღეს მხოლოდ თეთრი კაბის მორგება შეგიძლიათ? ისეთმა ბრენდებმა, როგორებიც არიან Oscar de la Renta, Dolce & Gabbana Couture და Dior, ზღაპრული ფერების არჩევანი შემოგვთავაზეს. თანაც, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ქორწილში, ყველაზე მზერა თქვენს ფერად კაბაზე იქნება მომართული!

4. 90-იანი წლების მინიმალიზმი

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

ალბათ, შენიშნავდით, რომ ბოლო წლებია ოთხმოცდაათიანი მოდის წამყვანი ტრენდია. იგივეა საქორწილო კაბების შემთხვევაშიც - ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი პატარძალი ირჩევს 90-იანი წლების მინიმალიზმს.

5. ტრადიციული კორსეტი

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

თუ ელეგანტურ, მაგრამ სექსუალურ კაბას ეძებთ, მაშინ ტრადიციული კორსეტი თქვენთვისაა შექმნილი. თანაც ეს სტილი იდეალურად ერწყმის სხვა ტრენდებსაც. გაიხსენეთ ვიქტორია ბექჰემი, რომელმაც ჯერ კიდევ 1999 წელს, ტრადიციული კორსეტი და 90-იანი წლების მინიმალიზმი გააერთიანა!

6. მინი საქორწილო კაბა

საქორწილო კაბების 6 მთავარი ტრენდი - თუ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადები

ხოლო თუ სიტყვა - ტრადიციული, თქვენთვის არ არის შექმნილი, მაშინ მინი საქორწილო კაბა გამოგადგებათ. ამ სტილმა, განსაკუთრებული პოპულარობა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე მოიპოვა. ეს არის მარტივი და უბრალო გადაწყვეტილება, რომელიც მცირერიცხოვანი ქორწილებისთვისაა შექმნილი!