LIFE

გაიცანით ვარსკვლავები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდნენ

გაიცანით ვარსკვლავები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდნენ

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენი საყვარელი სუპერვარსკვლავების შესახებ და ისინი ვეღარ შეძლებენ ჩვენს გაოცებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ახლა ბევრი ფული, საოცნებო ცხოვრება და ძალაუფლება აქვთ, მათი ბავშვობა, უდარდელი ნამდვილად არ ყოფილა...

· სარა ჯესიკა პარკერს ელექტროენერგია არ ჰქონდა

სარა ჯესიკა პარკერი ოჰაიოში, 7 და-ძმასთან ერთად გაიზარდა. ვინაიდან ოჯახს შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო ჰქონდა, ხშირად ვერ ახერხებდნენ კომუნალურების გადახდას. მსახიობი, რომელმაც ლეგენდარული კერი ბრედშოუ შექმნა, იხსენებს, რომ სკოლის შესვენების დროს, უფასო ლანჩის რიგში იდგა. ასევე, გადაუხდელობის გამო, ოჯახს ხშირად არ ჰქონდა ელექტროენერგია, ამიტომ შობა და დაბადების დღეები, მათთვის ერთგვარი ფუფუნება იყო.

· ლეონარდო დიკაპრიო კი, ჯეკის როლს რეალურ ცხოვრებაში თამაშობდა

„დიდი გეტსბისა“ და „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა, ლეონარდო დიკაპრიომ, ორივე როლი რეალურ ცხოვრებაში ითამაშა - უბანი, სადაც ის იზრდებოდა, ნამდვილად არ ყოფილა უსაფრთხო. დიკაპრიო რეგულარულად უყურებდა დანაშაულებრივ ქმედებებსა და კრიმინალურ გარჩევებს. ბიჭი, რომლის მშობლებიც გაჭირვებით ყიდულობდნენ საჭმელს, ახლა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

· მილა კუნისს სათამაშოები არ ჰქონდა

„შავი გედის“ ვარსკვლავი, მილა კუნისი, იხსენებს, რომ მისი ოჯახი მართლაც ღარიბი იყო. სათამაშოები იყო ის ფუფუნება, რომელიც მას არ ჰქონდა, ხოლო კეტჩუპის წვნიანი - ზოგჯერ ერთადერთი საკვები.

· ტომ კრუზს დისლექსიის დიაგნოზი დაუსვეს

ტომ კრუზის ოჯახი სიღარიბეს ბავშვობიდან ებრძოდა, მაგრამ ფინანსური საკითხები არ იყო ერთადერთი პრობლემა - ის ვერ ახერხებდა სკოლაში სწავლას და 7 წლის ასაკში, დისლექსიის დიაგნოზი დაუსვევს. ეს არის დაავადება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება.

· სელინ დიონი ღარიბ ოჯახში, 13 ძმასთან ერთად გაიზარდა

სელინ დიონი 14 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მომღერალი იხსენებს, რომ ვიწროდ ცხოვრობდნენ და საწოლის გაზიარება 3 ან 4 ძმასთან ერთად უწევდა. მიუხედავად ამისა, იგი ამტკიცებს, რომ მართალია ოჯახში ფული არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ სიყვარული და ამიტომ, ის გაჭირვებას არ გრძნობდა, რადგან ბედნიერებისთვის, სხვა არაფერი იყო საჭირო.

· სილვესტერ სტალონე რამდენიმე წელი გაატარა მინდობით აღზრდაში

სილვესტერ სტალონეს მშობლებს ერთმანეთთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ამან ძალიან იმოქმედა მასზე და მის უმცროს ძმაზე. ვინაიდან ოჯახი, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ უფუნქციო იყო, სტალონეს ადრეული წლების გატარებამ მინდობით აღზრდაში მოუწია. სტალონე ბავშვობიდან ოცნებობდა სამსახიობო კარიერაზე. მას არასოდეს ჰქონდა ფული და მუდმივად როლის მოლოდინში იყო, ამიტომ ის არ ერიდებოდა ისეთ სამსახურსაც კი, როგორიცაა ლომების გალიის წმენდა.